GE

არა ცენზურას უნივერსიტეტში! – ილიაუნის პროფესორების დეკლარაცია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებმა უნივერსიტეტებთან დაკავშირებით დეკლარაცია შეიმუშავეს და საზოგადოებას მისი ხელმოწერისა და მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ:

“უკანასკნელი პერიოდის მოვლენები ცხადად აჩვენებს, რომ საქართველოს უნივერსიტეტები საფრთხის წინაშე დგანან: არსებობს თემები, რომელთა აკადემიურ სივრცეში განხილვას გარკვეული ჯგუფები თუ ინსტიტუტები ეწინააღმდეგებიან. სახეზეა მცდელობა, რომ ჩაიხშოს იმ ადამიანების ხმა, რომლებსაც აქვთ აკადემიური კვალიფიკაცია და მოვალეობა, ახლებურად იმსჯელონ საზოგადოებისათვის მნიშვნელოვან თემებზე, იქნება ეს რელიგია, გენდერი, სექსუალობა თუ სხვა. ბოლო თვეებში საქართველოს უნივერსიტეტებზე ექსტრემისტული ჯგუფების მიერ განხორციელებული ზეწოლა და აკადემიური ღონისძიებების ჩაშლის მცდელობები განგაშის საფუძველს იძლევა – ეს შემთხვევები ტენდენციის სახეს იღებს, რომელიც საბოლოოდ ცენზურის ფორმალური თუ არაფორმალური მექანიზმის ჩამოყალიბებით შეიძლება დასრულდეს.

უნივერსიტეტი არის საზოგადოების თვით-გააზრების ადგილი. სადაო და მგრძნობიარე თემების კვალიფიციური განხილვა აკადემიური მომზადების მქონე ადამიანების მიერ არის საუნივერსიტეტო სივრცის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია. ამ ფუნქციის დარღვევით ხელი ეშლება არა მხოლოდ აკადემიურ პროცესს, რომელიც გულისხმობს ცოდნის შექმნასა და მის გადაცემას, არამედ, ზოგადად, ქვეყნის განვითარების პერსპექტივას. კვალიფიციური მსჯელობისა და არსებული თუ ახალი ცოდნის თავისუფალი და საჯარო გავრცელების გარეშე ვერ მოხდება ვერც საზოგადოების განვითარება და ვერც მასში ცივილური თანაცხოვრების წესებზე შეთანხმება.

ჩვენ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები, მოვუწოდებთ ყველა ინსტიტუტსა და ადამიანს, რომელთათვისაც მიუღებელია ცენზურა, აქტიურად შეუწყონ ხელი უნივერსიტეტებს აკადემიური სივრცის თავისუფლებისა და ავტონომიურობის დაცვაში”, – აღნიშნულია განცხადებაში.

შემოგვიერთდით! ხელმოწერისათვის მიყევით ბმულს: https://goo.gl/o8VMkw

საინიციატივო ჯგუფი

გიგა ზედანია
თამარ ცოფურაშვილი
ნინო დანელია
ნოდარ ლადარია
გიორგი მაისურაძე
თამარ გურჩიანი
გია ნოდია
თეო ხატიაშვილი
გოგი გვახარია
ზაალ ანდრონიკაშვილი
ლაშა ბაქრაძე
დავით აფრასიძე
გიორგი გვალია
ნინო დობორჯგინიძე
ლევან ბერძენიშვილი
რევაზ მარსაგიშვილი
დავით თარხნიშვილი
ირაკლი ფორჩხიძე
ბელა წიფურია
მაკა ლაშხია
ემზარ ჯგერენაია
დავით მალაზონია
ნინო ფირცხალავა
ლევან ცაგარელი
მამუკა ბერიაშვილი
პაატა ჩხეიძე
სერგო რატიანი
თამარ ტალიაშვილი
მალხაზ თორია
თამარ ცხადაძე
ნინო ჯავახიშვილი
ბერიკა შუკაკიძე
მარინა ადამია
გიორგი სანიკიძე
მალხაზ მაყაშვილი
სალომე ცისკარიშვილი
მალხაზ სონღულაშვილი
თინათინ ჭინჭარაული
ცირა ბარბაქაძე
მარინე გეგელაშვილი
ნიკოლოზ თუშაბრამიშვილი
ათინათ მამაცაშვილი
ქეთევან მაყაშვილი
შორენა მაღლაკელიძე
ნინო ჭიაბრიშვილი
გია ჯოხაძე
მარიკა კაპანაძე

თსუ-ში ახალი კანცლერი ვერ აირჩიეს – სტუდენტების აქცია გრძელდება

მეტი ინფორმაცია თსუ–ში მიმდინარე პროცესებზე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური