თსუ-ში ახალი კანცლერი ვერ აირჩიეს – სტუდენტების აქცია გრძელდება
ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ორშაბათს 14 მარტს საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართება. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ვლადიმერ პაპავამ დღის ბოლოს სტუდენტებს აღნიშნულ შეხვედრაზე მონაწილეობისკენ და აქციის დაშლისკენ მოუწოდა. პაპავას განცხადებით, სწორედ საკოორდინაციო შეხვედრაზე მოხდება მსჯელობა კანცლერის არჩევნებზე წარდგენილი კანდიდატურების შესახებ. სავარაუდოდ, სწორედ ამ შეხვედრაზევე გადაწყდება როდის ჩატარდება უნივერსიტეტში კანცლერის არჩევნები.
სტუდენტთა გარკვეული ნაწილი რექტორის შემოთავაზებას არ დათანხმდა. მათი განცხადებით, შემოთავაზება დროის გაყვანას ემსახურება. თუმცა მოგვიანებით სტუდენტებმა შეთავაზებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გამართეს. თითქმის საათიანი ,,თათბირის“ შემდეგ სტუდენტებმა მიიღეს გადაწყვეტილება აქცია მთელი ღამის განმავლობაში გააგრძელონ და არც ორშაბათს ჩანიშნულ შეხვედრაში მიიღონ მონაწილეობა.
სტუდენტებს სამი ძირითადი მოთხოვნა აქვთ:
,,ჩვენი მთავარი მოთხოვნაა: დაუყოვნებლივ მოხსნას კანცლერობის კანდიდატმა გიორგი გაფრინდაშვილმა კანდიდატურა; უნივერსიტეტის საბოლოოდ გათავისუფლდეს ე.წ. ოდეერებისგან და მოხდეს უნივერსიტეტში საპატრულო პოლიციის თანამშრომლების დღეს შემოსვლის ფაქტის შესწავლა,“- აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.
შეგახსენებთ, მაშ შემდეგ რაც უნივერსიტეტში სიტუაცია დაიძაბა ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოცხადდა. მათ შენობა მხოლოდ სტუდენტების პროტესტისა და უნივერსიტეტის რექტორის მიმართვის შემდეგ დატოვეს. თუმცა საპატრულო პოლიცია ამ დრომდე რჩება უნივერსიტეტის გარე პერიმეტრზე.
ეკა არის© წივწივაძე
-
პრემიერ-მინისტრის 3 განცხადება სხვადასხვა შინაარსით – შემცირდება, იგივე დარჩება თუ გაიზრდება სტუდენტთა საერთო რაოდენობა?
by ARIS.GE-განათლება
-
2026 წლიდან სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ექიმებსა და მანდატურებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ – ფინანსთა მინისტრი
by ARIS.GE-განათლება
-
სია გაიზარდა – განათლების სფეროს ამ წარმომადგენლებს შეუძლიათ შეითავსონ ანაზღაურებადი სამუშაო საჯარო სამსახურში
by ARIS.GE-განათლება