GE

არჩილ ჯორჯაძის დაბადებიდან 150 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია

26 იანვარს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში, არჩილ ჯორჯაძის დაბადებიდან 150 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა.

ღონისძიებას მოდერატორობა გაუწია, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მოწვეულმა პროფესორმა, გივი ლობჟანიძემ, რომელმაც არჩილ ჯორჯაძის მოღვაწეობის ძირითად ასპექტებსა და შემოქმედებაზე ისაუბრა.

კონფერნეციაზე მოხსენებით წარდგა, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის დოქტორანტი, ანი გვენცაძე თემით: „არჩილ ჯორჯაძე ქალის უფლებების შესახებ“.

ღონისძიებას ესწრებოდნენ, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის დეკანი – გიორგი ხატიძე, სამართლის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე – თამთა წირქვაძე და სამართლის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი – სერგო ჭელიძე.

ღონისძიების ერთ-ერთი თანაორგანიზატორი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი გახლდათ. კონფერენციის დასასრულს კი მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.
ცნობისთვის, დიდი ქართველი ფილოსოფოსი, სოციოლოგი, მწერალი და საზოგადო მოღვაწე არჩილ ჯორჯაძე (1872-1913 წწ) ქართულ აზროვნებაში ინტერკულტურული ფილოსოფიის ერთ-ერთი დამფუძნებელია.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური