„საჯარო გამოსვლის ხელოვნება“ – CIU-ს სტომატოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, საჯარო ლექცია გაიმართა
8 დეკემბერს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (CIU) სტომატოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, თემაზე – „საჯარო გამოსვლის ხელოვნება“ საჯარო ლექცია ჩატარდა.
უნივერსიტეტის მიერ 9 დეკემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, შეხვედრას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, საჯარო გამოსვლის სპეციალისტი ჟანა ასანიძე უძღვებოდა.
საჯარო ლექციის დაწყებამდე აუდიტორიას მიესალმა სტომატოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი და შეხვედრის მოდერატორი, პროფესორი ლელა წიტაიშვილი, რომელმაც სტომატოლოგებისათვის საჯარო გამოსვლის უნარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ღონისძიების ფარგლებში, ჟანა ასანიძემ საჯარო გამოსვლის როლისა და არსებული გამოწვევების შესახებ ისაუბრა. სპიკერმა ყურადღება გაამახვილა იმ შესაძლებლობებსა და პასუხისმგებლობაზე, რომელიც სტომატოლოგებს პროფესიული განვითარების გზაზე ენიჭებათ – თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის ეფექტურ გამოყენებას პაციენტებსა და კოლეგებთან ურთიერთობაში, ასევე პროფესიული კარიერის განვითარებასა და უწყვეტი სამედიცინო განათლების პროცესში აქტიური ჩართულობისათვის.
შეხვედრას სტომატოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები ესწრებოდნენ.
-
„ერთი უნივერსიტეტი, ბევრი ქვეყანა“ – CIU-ში კულტურათაშორისი ღონისძიება გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
CIU-ში მოსწავლეებისა და აბიტურიენტებისთვის საგანმანათლებლო-პრაქტიკულ ღონისძიებათა ციკლი გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ორგანიზებით, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორების – მინდია უგრეხელიძისა და ბექა ქანთარიას ორწიგნეულის პრეზენტაცია გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი