ატესტატების გაცემა 21 ივნისიდან დაიწყო – პროცედურა სკოლადამთავრებულთათვის
დღეიდან სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის – ატესტატის გაცემა დაიწყო. ინფორმაციას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო 21 ივნისს ავრცელებს.
როგორც უწყების განცხადებაში ვკითხულობთ, აბიტურიენტები ვიზიტის წინასწარი დაჯავშნის გარეშე შეძლებენ ატესტატის ( მატერიალური სახით) მისაღებად განაცხადის გაკეთებას იუსტიციის სახლებში, საზოგადოებრივ ცენტრებსა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ფილიალებში.
„სკოლადამთავრებულები სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ მზა დოკუმენტებს – ატესტატებს განაცხადის წარდგენიდან მე-10 სამუშაო დღეს, უფასოდ მიიღებენ. დოკუმენტის დაჩქარებული წესით აღების სურვილის შემთხვევაში კი დაწესებულია შესაბამისი საფასური. საფასურის გადახდის გარეშე ატესტატის მისაღებად განაცხადის გაკეთება შესაძლებელია მიმდინარე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით“, – აცხადებენ სააგენტოში.
ატესტატის მიღება შესაძლებელია ელექტრონული სახითაც.
„ელექტრონული ატესტატი არის ორიგინალი დოკუმენტის ასლი, რომელიც ორიგინალის თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ელექტრონული დოკუმენტია. დაინტერესებულ პირს, მატერიალური დოკუმენტის დამზადების შემდეგ, ნებისმიერ დროს, ადგილიდან გაუსვლელად შეუძლია ელექტრონული პორტალიდან (my.gov.ge) ელექტრონული ატესტატი ჩამოტვირთოს განცხადების ჩაბარებისას მისთვის გადაცემულ სამახსოვრო ბარათში მითითებული განცხადების ნომრისა და კოდის მეშვეობით და გადააგზავნოს საჭიროებისამებრ. აბიტურიენტმა შეიძლება ელექტრონული ატესტატით ისარგებლოს იმის მიუხედავად, გაიტანს თუ არა მზა მატერიალურ დოკუმენტს“, – ვკითხულობთ სააგენტოს განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, მზა ატესტატის მატერიალური ფორმით მიღება შესაძლებელი იქნება იუსტიციის სახლის ფილიალებში, საზოგადოებრივ ცენტრებსა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში, ასევე, ფოსტის მეშვეობით, განმცხადებლის მიერ მითითებულ მისამართზე.
ამასთანავე, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ატესტატის ელექტრონული ასლის ვალიდურობის გადამოწმება ელექტრონულ ატესტატზე მითითებული ინდივიდუალური ნომრის მეშვეობით პორტალ my.gov.ge-ზე შეუძლია.
იხილეთ ატესტატის მიღების ზოგადი წესები და საფასური დაჩქარების შემთხვევაში.
2020-2021 სასწავლო წელი მე-12 კლასელებისთვის 20 მაისს დასრულდა. საქსტატის მონაცემებით, აღნიშნულ სასწავლო წელს საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში 38 815 მე-12 კლასელი სწავლობდა.
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
-
პრემიერ-მინისტრის 3 განცხადება სხვადასხვა შინაარსით – შემცირდება, იგივე დარჩება თუ გაიზრდება სტუდენტთა საერთო რაოდენობა?
by ARIS.GE-განათლება
-
2026 წლიდან სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ექიმებსა და მანდატურებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ – ფინანსთა მინისტრი
by ARIS.GE-განათლება
-
სია გაიზარდა – განათლების სფეროს ამ წარმომადგენლებს შეუძლიათ შეითავსონ ანაზღაურებადი სამუშაო საჯარო სამსახურში
by ARIS.GE-განათლება