ატიკას უნივერსიტეტის პროფესორის ვიზიტი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში

24-25 იანვარს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში Erasmus+ პროგრამის ფარგლებში ვიზიტით იმყოფებოდა დასავლეთ ატიკას უნივერსიტეტის (ათენი, საბერძნეთი) ბიზნეს ადმინისტრირების დეპარტამენტის პროფესორი, ელენი ტურნა.
ვიზიტის ფარგლებში ჩატარდა შეხვედრები უნივერსიტეტის რექტორთან, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტთან, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის პროფესორებთან, სადაც გაიმართა მოლაპარაკებები ორ უნივერსიტეტს შორის შემდგომი თანამშრომლობის შესახებ აკადემიური და სამეცნიერო მიმართულებით.
ასევე, ბიზნესის ფაკულტეტის ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის ჩატარდა ლექცია თემაზე „Balance score card and activity cost methods”, ხოლო დოქტორანტებისათვის – მასტერკლასი თემაზე „Theoretical framework and research methodology”. ტრენინგის მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.
დასავლეთ ატიკას უნივერსიტეტსა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აგრძელებენ თანამშრომლობას Erasmus+ პროგრამის ფარგლებში სამომავლოდაც გეგმავენ სტუდენტებისა და თანამშრომლების გაცვლას.
-
CIU-ში საჯარო ლექცია: „საკონსტიტუციო კონტროლი საქართველოში – აღსასრულებელი და თვითაღსრულებადი გადაწყვეტილებები“ გაიმართა by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის განკუთვნილი CIU-ს მევენახეობა-მეღვინეობის კვირეული დასრულდა by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
CIU-ში საჯარო ლექცია თემაზე: პოლონურ-ქართული საერთაშორისო ურთიერთობები: პოლიტიკა, კულტურა, ტრანსგრესია გაიმართა by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი