აწსუ-ის 10 სტუდენტი გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის სტიპენდიატი გახდა
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის ინიციატივით, სტუდენტური სტიპენდიების ხელმოწერის ცერემონიალი გაიმართა. ღონისძიებაზე ხელშეკრულება გაფორმდა პედაგოგიური ფაკულტეტის ათ წარჩინებულ სტუდენტთან.
შეხვედრას აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი როლანდ კოპალიანი, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის ხელმძღვანელი ზურაბ კერვალიშვილი, რექტორის მოადგილე შალვა კირთაძე, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგო სვანაძე, პედაგოგიური ფაკულტეტის დეკანი მამულო ბუჭუხიშვილი, პროფესორ მასწავლებლები და ფონდის სტიპენდიატები დაესწრნენ.
ფონდის სტიპენდიატები გახდნენ პედაგოგიური ფაკულტეტის სტუდენტები: ნინი ტყემალაძე, მარიამ გუბელაძე, ნანა მაჭარაძე, ანა ქარცივაძე, ნინო სირბილაძე, ქეთევან ცხადაძე, ლალი კოხრეიძე,მარიამ კუპატაძე, მაკა გაბიძაშვილი, თინიკო ბუჭუხიშვილი.
გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის სასტიპენდიო პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს პედაგოგის პროფესიის პოპულარიზაციას, დამატებითი მოტივაცია გაუჩინოს მომავალ პედაგოგებს, პარტნიორ უნივერსიტეტებში შექმნას მაღალი აკადემიური მოსწრების აბიტურიენტების მოზიდვის მეტი შესაძლებლობა.
-
სტუდენტთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში კვირეული გაიმართა
by აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
მეცნიერების საერთაშორისო დღის აღსანიშნავად აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში კვირეული გაიმართა
by აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ტექნიკური ფაკულტეტის სტუდენტების გამოგონება – „ჭკვიანი სახლი“
by აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი