აწსუ-ის 3 კურსდამთავრებული სწავლას სამხრეთ უელსის უნივერსიტეტში გააგრძელებს

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი შალვა კირთაძე და რექტორის მოადგილე ეკატერინე გაჩეჩილაძე შეხვდნენ ქუთაისი ნიუპორტის ასოციაციის თავმჯდომარეს, დავით მეგრელიშვილს და აწსუ 3 კურსდამთავრებულს, რომლებიც მიმდინარე წლის 18 სექტემბრიდან სწავლას სამხრეთ უელსის უნივერსიტეტში გააგრძელებენ.
2023 წლის 1 მაისს გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სამხრეთ უელსის უნივერსიტეტებს შორის. შეთანხმებამ, რომელიც ძალაში მიმდინარე წლის 1 სექტემბერს შევიდა, საშუალება მისცა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამ სტუდენტს სწავლა განაგრძონ სამხრეთ უელსის უნივერსიტეტში ერთწლიან სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის საფასურის 100% დაფინანსებით. უნივერსიტეტისა და ქუთაისი ნიუპორტის საერთაშორისო ასოციაციის ძალისხმევით შეირჩა 3 სტუდენტი: ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ინგლისური ფილოლოგიის 2 კურსდამთავრებული: ნინო თორთლაძე და ქრისტინე ძაგნიძე და ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის მათემატიკის ბაკალავრი ლევან კვინიკაძე. ნინო თორთლაძე და ქრისტინე ძაგნიძე სწავლას განაგრძობენ სამაგისტრო პროგრამაზე „ინოვაცია სწავლასა და სწავლებაში“, ხოლო ლევან კვინიკაძე მაგისტრის ხარისხს აიღებს „ლიდერობა და მენეჯმენტი (განათლებაში)“.
რექტორმა ახალგაზრდებს არჩევანი მოუწონა, სამხრეთ უელსის უნივერსიტეტში სწავლის გაგძელება მიულოცა და წარმატება უსურვა.
-
„ჩემი დაპროექტებული სასწრაფო დახმარების მანქანა ახლა ხალხის სამსახურშია“ – როგორია აწსუ-ის კურსდამთავრებულის შრომის შედეგი by აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
აწსუ-ის „ტურიზმის“ საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებმა წარმატებით გაიარა აკრედიტაცია by აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
წერეთლის უნივერსიტეტის სპორტსმენებმა სტუდენტურ ფესტივალზე 18 მედალი მოიპოვეს by აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი