აწსუ-ის ფრანგული ენისა და ლიტერატურის სპეციალობის გუნდმა AUF-ის კონკურსში გაიმარჯვა
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფრანგული ენისა და ლიტერატურის სპეციალობის გუნდმა ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს (AUF) მიერ გამოცხადებულ კონკურსში («Transformer les bonnes idées en start-up») გაიმარჯვა, საპროექტო წინადადებით: «Café Littéraire Numérique”.
გამარჯვებული გუნდის წევრები: რომან ყურაშვილი და მარიამ ჟორჟოლიანი გაემგზავრნენ რუმინეთის დედაქალაქში, სადაც დაესწრებიან პროექტის რეალიზებისათვის მნიშვნელოვან შეხვედრებს. მათ ერთკვირიან ვიზიტს ქ. ბუქარესტში სრულად აფინანსებს AUF.
კონკურსში ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ფრანკოფონული უნივერსიტეტები მონაწილეობდნენ.
-
სტუდენტთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში კვირეული გაიმართა
by აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
მეცნიერების საერთაშორისო დღის აღსანიშნავად აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში კვირეული გაიმართა
by აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ტექნიკური ფაკულტეტის სტუდენტების გამოგონება – „ჭკვიანი სახლი“
by აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი