აწსუ-ის „გარემოს დაცვის ტექნოლოგიების“ სამაგისტრო პროგრამის ოთხი სტუდენტი „მწვანე სტიპენდიით“ დაჯილდოვდა
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო ტექნოლოგიური ფაკულტეტის „გარემოს დაცვის ტექნოლოგიების“ სამაგისტრო პროგრამის ოთხმა სტუდენტმა: ხატია ხარაზიშვილმა, მარიამ უნდილაშვილმა, გიორგი მაღლაფერიძემ და დიმიტრი დვალაძემ ,,მწვანე სტიპენდია“ მოიპოვეს.
საქართველოს 8 უნივერსიტეტიდან 1500 ლარიანი მწვანე სტიპენდიით ჯამში გარემოსდაცვითი მიმართულების 32 სტუდენტი დაჯილდოვდა. „მწვანე სტიპენდიების” პროგრამა ხორციელდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფართომასშტაბიანი ინიციატივის „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში” ფარგლებში, კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), საქართველოს, შვედეთისა და შვეიცარიის მთავრობების მხარდაჭერით.
დაჯილდოების ღონისძიებას გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები სოლომონ პავლიაშვილი და თენგიზ ნასარიძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნოდარ პაპუკაშვილი, შვედეთის საელჩოს გარემოსდაცვითი პროგრამების ხელმძღვანელი ხათუნა ზალდასტანიშვილი, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) პროგრამის ოფიცერი ლელა მამრიკიშვილი, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორი თამარ ალადაშვილი, პროფესიული უნარების სააგენტოს დირექტორი თამარ ქიტიაშვილი და უნივერსიტეტებისა და კოლეჯების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
-
სტუდენტთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში კვირეული გაიმართა
by აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
მეცნიერების საერთაშორისო დღის აღსანიშნავად აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში კვირეული გაიმართა
by აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ტექნიკური ფაკულტეტის სტუდენტების გამოგონება – „ჭკვიანი სახლი“
by აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი