აწსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ბაკალავრთა, მაგისტრანტთა და დოქტორანტთა კონფერენცია ჩატარდა
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, ჩატარდა ბაკალავრთა, მაგისტრანტთა და დოქტორანტთა XXXIII სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა უნივერსიტეტის 90 წლის იუბილეს. მასში მონაწილეობა მიიღო საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების 135 სტუდენტმა. აქედან საბაკალავრო საფეხურის იყო 110 სტუდენტი, სამაგისტრო საფეხურის -15 , ხოლო სადოქტორო საფეხურის – 10.
კონფერენციის მიზანი იყო სტუდენტების აქტიური ჩართვა სამეცნიერო საქმიანობაში და სხვადასხვა მიმართულებით მოხსენებების წარმოდგენა შემდეგი თემატიკის მიხედვით: ქართული ფილოლოგია, ქართული ენა და ლიტერატურა, ინგლისური ფილოლოგია, გერმანული, კლასიკური და რომანული ფილოლოგია, ფრანგული, სლავური, აღმოსავლური ფილოლოგია, საქართველოს ისტორია, არქეოლოგია, ეთნოგრაფია-ანთროპოლოგია, ფილოსოფია-ფსიქოლოგია და ხელოვნების მიმართულება.
სტუდენტებმა საინტერესო მოხსენებები წარმოადგინეს. გაიმართა მსჯელობა და ამომწურავად გასცეს პასუხი აუდიტორიის შეკითხვებს. კონფერენციის მონაწილეები სიგელებით დაჯილდოვდნენ.
-
სტუდენტთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში კვირეული გაიმართა
by აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
მეცნიერების საერთაშორისო დღის აღსანიშნავად აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში კვირეული გაიმართა
by აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ტექნიკური ფაკულტეტის სტუდენტების გამოგონება – „ჭკვიანი სახლი“
by აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი