აწსუ-ის სპორტსმენმა სტუდენტებმა ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებზე წარმატებით იასპარეზეს

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი შალვა კირთაძე წარმატებულ სპორტსმენებს შეხვდა.
რექტორმა აწსუ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად თავისუფალი და კლასიკური სტილით ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონატის პრიზიორებს, ზურა გავაშელაშვილსა და სანდრო მამაგეიშვილს, მათ მწვრთნელს გეგა ჩირგაძესა და ძიუდოში ევროპის თასის ვიცე-ჩემპიონს ლუკა შვანგირაძეს გამარჯვება მიულოცა. განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა მწვრთნელს, გეგა ჩირგაძეს, აწსუ სპორტსმენი სტუდენტების წარმატებაში შეტანილი წვლილისათვის. სპორტსმენები სამახსოვრო საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.
10-12 ნოემბერს უკრაინული ნაციონალური ქამრის ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატი პოლონეთში ჩატარდა, სადაც საქართველოს ღირსებას პედაგოგიური ფაკულტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი ზურა გავაშელაშვილი და პედაგოგიური ფაკულტეტის სტუდენტი სანდრო მამაგეიშვილი იცავდნენ. სანდრო მამაგეიშვილმა თავისუფალი სტილით ჭიდაობაში მეორე ადგილი დაიკავა.
კლასიკური სტილით ჭიდაობაში მესამე ადგილები ზურა გავაშელაშვილმა და სანდრო მამაგეიშვილმა დაიკავეს.
12 ნოემბერს კი უნგრეთში ძიუდოში ჩატარებულ ევროპის თასზე ჩვენი ქვეყანა საინჟინრო ტექნიკური ფაკულტეტის სტუდენტმა ლუკა შვანგირაძემ წარადგინა. მან უნგრეთში გამართულ ტურნირზე 90 კგ.წონით კატეგორიაში ვერცხლის მედალი მოიპოვა.
-
აწსუ-ის სტუდენტებმა ეროვნულ აგრარულ ოლიმპიადაში გაიმარჯვეს by აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
„ჭკვიანი სახლი, დრონი და სახანძრო სისტემა, რომელიც 112-ს თავად უკავშირდება“ – აწსუ-ის სტუდენტის რეალობად ქცეული პროექტები by აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს ბრიტანეთის ელჩი სტუმრობდა by აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი