GE

აწსუ-ის სტუდენტებმა ეროვნულ აგრარულ ოლიმპიადაში გაიმარჯვეს

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარული ფაკულტეტის სტუდენტებმა ეროვნულ აგრარულ ოლიმპიადაში გაიმარჯვეს. აგროოლიმპიადაში წელს 870 კონკურსანტი მონაწილეობდა. აწსუ სტუდენტების შედეგები ასეთია:

I ადგილი – ნინო ეგუტიძე – აგრონომიის სპეციალობის მეოთხე კურსი სტუდენტი (მექანიზანია);

II ადგილი – ვაჟა დანელია – აგროინჟინერიის მეორე კურსის სტუდენტი (მექანიზაცია)

III ადგილი – ვეფხვია დანელია – აგროინჟინერიის მაინორ სპეციალობის სტუდენტი (მექანიზაცია) ნოდარ ხოხიაშვილი – აგროინჟინერიის მეორე კურსის სტუდენტი (ვეტერინარია/მეცხოველეობა)

ეროვნული აგრარული ოლიმპიადა უკვე მესამე წელია იმართება, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პატრონაჟით და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ორგანიზებით. ოლიმპიადის კონცეფციის ავტორია სოფლის მეურნეობის განვითარების ასოციაცია (ADA). აგრარული ოლიმპიადის პარტნიორია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაცია და აგრარული ფაკულტეტი ულოცავს სტუდენტბს ოლიმპიადაში გამარჯვებას და სამომავლო წარმატებებს უსურვებს!

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური