აწსუ-ის სტუდენტებმა ესეების კონკურსში ,,ქალები მართლმსაჯულებაში, ქალები მართლმსაჯულებისთვის“ გაიმარჯვეს
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის მიერ გამოცხადებულ ესეების კონკურსში ,,ქალები მართლმსაჯულებაში, ქალები მართლმსაჯულებისთვის“ გაიმარჯვეს.
პირველი ადგილი ბიზნესის სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამართლის საბაკალავრო პროგრამის პირველი კურსის სტუდენტმა მარიამ ჭოლაძემ დაიკავა.
საუკეთესო ესეების ავტორებად ასევე დასახელდენენ ამავე ფაკულტეტის სტუდენტები: ანა დანელია, ნია ნიშნიანიძე და ლუკა თუთისანი.
გამარჯვებულ სტუდენტებს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა შალვა კირთაძემ ფაკულტეტის დეკანთან, ნანა შონიასთან ერთად უმასპინძლა. გამარჯვება მიულოცა და სამომავლო წარმატებები უსურვა.
აღსანიშნავია, რომ 10 მარტს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, მარიამ ჭოლაძე, ნია ნიშნიანიძე, ანა დანელია და ლუკა თუთისანი საქართველოში ქალ მოსამართლეთა საერთაშორისო დღის პირველად აღსანიშნავად დაგეგმილ ღონისძიებაზე იყვნენ მიწვეულნი, რომელიც მიზნად ისახავდა მართლმსაჯულების ეფექტიან განხორციელებასა და სამართლის უზენაესობის განმტკიცებაში ქალ მოსამართლეთა როლის უკეთ წარმოჩენას. აღნიშნულ ღონისძიებაზე მათ სერტიფიკატები გადაეცათ.
ესეების კონკურსი ქალ მოსამართლეთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ბიუროს ინიციატივით, საქართველოს ქალ მოსამართლეთა ასოციაციასთან და იუსტიციის უმაღლეს სკოლასთან თანამშრომლობით, ევროსაბჭოს პროექტის „ქალთა მიმართ ძალადობის აღსაკვეთად ინტეგრირებული მიდგომის ხელშეწყობა და გენდერული თანასწორობის გაძლიერება საქართველოში’’ მხარდაჭერით ჩატარდა.
-
სტუდენტთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში კვირეული გაიმართა
by აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
მეცნიერების საერთაშორისო დღის აღსანიშნავად აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში კვირეული გაიმართა
by აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ტექნიკური ფაკულტეტის სტუდენტების გამოგონება – „ჭკვიანი სახლი“
by აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი