GE

აწსუ-ში ძველი ნაქსოვი ორნამენტების ნიმუშების კვლევის პერეზნტაცია-გამოფენა გაიმართა

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში შოთა რუსთაველის საქართველოს სამეცნიერო ფონდის მიერ ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტის 2021 წლის კონკურსში გამარჯვებული პროექტის „ძველი ქართული ნაქსოვი ორნამენტის სახეობების კვლევა და ტექსტილის ტრადიციული და თანამედროვე ტექნოლოგიებით დამუშავება“ პირველი პერიოდის გეგმა-გრაფიკით დაგეგმილ მივლინებებში ჩატარებული კვლევების შედეგების შუალედური პრეზენტაცია-გამოფენა შედგა.

ვრცელი მოხსენება პირველი ეტაპის სამუშაოს შესახებ გააკეთა პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელმა ლია ლურსმანაშვილმა. შუალედური პრეზენტაციის დამსწრეთა შეკითხვებს უპასუხეს კოორდინატორმა ნატო ფაილოძემ, ახალგაზრდა სპეციალისტმა გულნარა კვანტიძემ, მკვლევარმა ნანული აბესაძემ.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო საქართველოს სხვადასხვა რეგიონულ, კერძო მუზეუმებსა და ოჯახებში (თბილისი, ბოლნისი, გორი, სიღნაღი, თელავი, თუშეთი, ალვანი) მოძიებული დაცულ ნივთებზე გამოსახული ორნამენტებისა და ნაქსოვი მასალების ფოტოები.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
aris.ge-adm