აწსუ-ში “ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის სტუდენტთა საისტორიო საზოგადოების” კონფერენცია ჩატარდა
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ,,ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის სტუდენტთა საისტორიო საზოგადოების” ორგანიზებით, პირველი კონფერენცია ჩატარდა.
სტუდენტთა კონფერენცია ქართველ ისტორიკოსს, არქეოლოგს და საზოგადო მოღვაწეს, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსს, პროფესორს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთ დამფუძნებელს, საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრს, მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხულ ექვთიმე თაყაიშვილს მიეძღვნა.
კონფერენციას უნივერსიტეტის რექტორი შალვა კირთაძე, რექტორის მოადგილე ეკატერინე გაჩეჩილაძე, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი ლუკა დვალიშვილი, პროფესორი სულხან კუპრაშვილი, საქართველოს ეროვნული არქივის, ქუთაისის ცენტრალური სახელმწიფო არქივის დირექტორი მერაბ კეზევაძე, უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები დაესწრნენ.
,,ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის სტუდენტთა საისტორიო საზოგადოება” აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა სექტემბერში ჩამოაყალიბეს. მათი მიზანია ეროვნული იდეის გავრცელებისა და მომავალი თაობებისათვის უძველესი ტრადიციების გადაცემა, წინაპართა კვალის მომავლისთვის შეხსენება.
-
სტუდენტთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში კვირეული გაიმართა
by აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
მეცნიერების საერთაშორისო დღის აღსანიშნავად აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში კვირეული გაიმართა
by აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ტექნიკური ფაკულტეტის სტუდენტების გამოგონება – „ჭკვიანი სახლი“
by აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი