GE

აწსუ-ში ჰუმანიტარული ფაკულტეტის ხელოვნებათმცოდნეობის მიმართულების დაარსებიდან 15 წლის იუბილე აღინიშნა

2015 წლის 11 დეკემბერს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტმა ხელოვნებათმცოდნეობის მიმართულების დაარსებიდან 15 წლის იუბილე აღნიშნა.

საიუბილეო ღონისძიებას უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, პროფესორ-მასწავლებლები, კურსდამთავრებულები, სტუდენტები, ქუთაისის მხატვართა კავშირისა და დ. კაკაბაძის სახელობის გალერიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ: აწსუ რექტორის მოადგილე შალვა კირთაძე, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი – ლუკა დვალიშვილი; ხელოვნებათმცოდნეობის მიმართულების პროფესორ-მასწავლებლები და კურსდამთავრებულები.

საიუბილეო ღონისძიებაზე გამოიფინა აწსუ-ის კურსდამთავრებულის, მხატვარ ქრისტინე რობაქიძის ნამუშევრები. ორგანიზატორებმა ასევე წარმოადგინეს ხელოვნებათმცოდნეობის მიმართულების 15 წლიანი ისტორიის ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური