აწსუ-ში პროექტის „ForexMan“ გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა
პროექტი „ForexMan“, რომელიც 2015 წლის 16 თებერვალს დაიწყო და 2 კვირას გასტანა, 9 მარტს დასრულდა. პროექტის ორგანიზატორები და მხარდამჭერები იყვნენ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, სტუდენტური თვითმმართველობა, საბროკერო კომპანია „ადმირალ მარკეტსი”, „Microsoft“ და „Intel“, მიკროსაფინანსო კომპანია „კრისტალი“.
როგორც აწსუ-ის ოფიციალურ გვერდზეა ნათქვამი, პროექტი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის ნანა შონიასა და ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის მეორე კურსის სტუდენტის გაგა ჩიხლაძის ინიციატივით განხორციელდა. მსოფლიო ბაზარზე სამკვირიანი დაძაბული ვაჭრობის შემდეგ, პროექტის სამი გამარჯვებული მონაწილე გამოვლინდა და აწსუ-ს სამკითხველო დარბაზში მათი დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.
ღონისძიების დასაწყისში, პროექტის მონაწილეებს, ორგანიზატორებსა და დამსწრე საზოგადოებას აწსუ-ს რექტორი გიორგი ღავთაძე მიესალმა. საბროკერო კომპანია „ადმირალ მარკეტსის“ წარმომადგენელმა ბატონმა გიორგი ნემსაძემ მადლობა გადაუხადა მხარდამჭერებსა და პროექტის მონაწილე სტუდენტებს. Microsoft-ისა და Intel – ის წარმომადგენლებმა პროექტში მონაწილე სტუდენტებს საინტერესო წინადადებები შესთავაზეს და აღნიშნეს, რომ ნებისმიერი პროექტის განხორციელებაში დაუჭერენ მხარს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციასა და სტუდენტებს.
მისალმებისა და პროექტის მცირე მიმოხილვის შემდეგ აწსუ-ს რექტორმა გიორგი ღავთაძემ პროექტის მონაწილე 15 სტუდენტს და მათ შორის სამ გამარჯვებულს სერტიფიკატები გადასცა. პირველი ადგილის მფლობელი გახდა გიორგი მაღლაკელიძე; მეორე ადგილი – გიგო სვანიძე; მესამე ადგილი – მადლენა ქართველიშვილი.
-
სტუდენტთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში კვირეული გაიმართა
by აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
მეცნიერების საერთაშორისო დღის აღსანიშნავად აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში კვირეული გაიმართა
by აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ტექნიკური ფაკულტეტის სტუდენტების გამოგონება – „ჭკვიანი სახლი“
by აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი