აწსუ-ში პროფესორ ემზარ ჯულაყიძის საიუბილეო საღამო გაიმართა
2 მარტს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მწვანე დარბაზში ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით პროფესორ ემზარ ჯულაყიძის საიუბილეო საღამო გაიმართა.
,,60 წელი არც ისე ბევრია, ჯერ კიდევ ბევრი სახელმძღვანელო გაქვთ დასაწერი, უამრავი სტუდენტი – აღსაზრდელი და შვილიშვილებისათვის – გზა გასაკვალი. ისინი უსათუოდ იამაყებენ თქვენით!’’- ეს სიტყვები გასდევდა ლაიტმოტივად სიტყვით გამომსვლელებს.
,,უღალატო კაცი, უამრავი სახელმძღვანელოს ავტორი, საუკეთესო აღმზრდელი და შესაშური მეგობარი… ეპითეტების ამ მცირე ჩამონათვალით შეუძლებელია ბიზნესის ადმინისტრირების დეპარტამენტის პროფესორის, ემზარ ჯულაყიძის მისამართით გამოთქმული სამადლობელი სიტყვებით სრული პორტრეტის შექმნა,” – აღნიშნულია უნივერსიტეტის ოფიციალურ გვერდზე.
საიუბილეო საღამოზე მისასალმებელი სიტყვები წარმოთქვეს აწსუ-ს ადმინისტრაციისა და აკადემიურმა პერსონალის წარმომადგენლებმა, ოჯახის წევრებმა, მეგობრებმა.
პირველკურსელებმა გამოთქვეს მადლიერება და ისურვეს მისი ხელმძღვანელობით დიდი სიმაღლეების დაპყრობა. ასეთი ხელმძღვანელი ხომ მათი წარმატების უტყუარი გარანტია.
-
სტუდენტთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში კვირეული გაიმართა
by აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
მეცნიერების საერთაშორისო დღის აღსანიშნავად აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში კვირეული გაიმართა
by აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ტექნიკური ფაკულტეტის სტუდენტების გამოგონება – „ჭკვიანი სახლი“
by აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი