აწსუ-ში რეზო გაბრიაძის წიგნის „ჩემი პატარა ქალაქი“ წარდგენა გაიმართა
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში რეზო გაბრიაძის წიგნის „ჩემი პატარა ქალაქი“ წარდგენა გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ: ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის უფროსი, სერგო სვანაძე, სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი, იმერი ბასილაძე, პროფესორი ავთანდილ ნიკოლეიშვილი, მწერლის შვილი, რეჟისორი ლევან გაბრიაძე.
მათ ისაუბრეს მწერლის შემოქმედებასა და მის განსაკუთრებულ დამოკიდებულებაზე მშობლიურ ქალაქთან. საღამო მიჰყავდა თეატრმცოდნე ნიკა წულუკიძეს.
„ჩემი პატარ ქალაქი“ ქუთაისის მერიისა და რეზო გაბრიაძის შვილის, ლევან გაბრიაძის უშუალო მონაწილეობით დაიბეჭდა. ქუთაისის მერმა წიგნები უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას საჩუქრად გადასცა.
წიგნი გაფორმებულია რეზო გაბრიაძის ნახატებით. კრებულში შესულია შემდეგი მოთხრობები: „შერეკილები“, „ქუთაისი ქალაქია“, „ექიმი და ავადმყოფი, ანუ აკრძალული შობა“, „ალილო“, „ერმონია და რამონა“, „თეთრი ხიდი“.
-
სტუდენტთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში კვირეული გაიმართა
by აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
მეცნიერების საერთაშორისო დღის აღსანიშნავად აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში კვირეული გაიმართა
by აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ტექნიკური ფაკულტეტის სტუდენტების გამოგონება – „ჭკვიანი სახლი“
by აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი