აწსუ-ში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ენა და კულტურა“ გაიმართა
2015 წლის 30-31 ოქტომბერს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ენა და კულტურა“ გაიმართა. კონფერენცია უნივერსიტეტის ბაზაზე და მასთან ერთად არსებული ჰუმანიტარულ და პედაგოგიურ მეცნიერებათა განვითარების ფონდის მხარდაჭერით ჩატარდა.
საერთაშორისო კონფერენცია აწსუ რექტორმა გიორგი ღავთაძემ გახსნა და მონაწილეებს საინტერესო სექციური მუშაობა უსურვა. მისასალმებელი სიტყვები წარმოთქვეს – პარლამენტარმა ელისო ჩაფიძემ, ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ, კონფერენციის ორგანიზატორმა მანანა მიქაძემ.
აწსუ-ის ინფორმაციით, კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო 25 სახელმწიფოს უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა და იგი „ცისფერყანწელების“ 100 წლის იუბილეს მიეძღვნა. აღნიშნულ კონფერენციაში მონაწილეობდა „ცისფერყანწელთა“ შთამომავლებიც.
პლენარული სხდომის შემდეგ კონფერენცია სექციებში გაგრძელდა. ქართველი და უცხოელი პროფესორების მიერ წარმოდგენილი მოხსენებები საკმაოდ საინტერესო და აქტუალური იყო. კონფერენცია 31 ოქტომბერს სექციური მუშაობების შემაჯამებელი სხდომით დასრულდა. მომხსენებლებს შორის გაიმართა დისკუსია.
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მონაწილეთათვის 31 ოქტომბერს ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში ანსამბლ „თბილისის“ კონცერტი გაიმართა.
-
სტუდენტთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში კვირეული გაიმართა
by აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
მეცნიერების საერთაშორისო დღის აღსანიშნავად აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში კვირეული გაიმართა
by აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ტექნიკური ფაკულტეტის სტუდენტების გამოგონება – „ჭკვიანი სახლი“
by აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი