აწსუ-ში „უნივერსიადა 2023“-ის გამარჯვებულები დააჯილდოვეს
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ,,უნივერსიადა 2023“-ის საუნივერსიტეტო ჩემპიონატების გამარჯვებულები დააჯილდოვეს.
საპრიზო ადგილებზე გასული სტუდენტები უნივერსიტეტის რექტორმა შალვა კირთაძემ, რექტორის მოადგილემ ეკატერინე გაჩეჩილაძემ, ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა სერგო სვანაძემ, წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერმა სულხან კუპრაშვილმა, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა ცენტრის ხელმძღვანელმა მინდია ბერეკაშვილმა და სტუდენტური თვითმმართველობის ვიცე პრეზიდენტმა ვაკო მარდალეიშვილმა შესაბამისი მედლებითა და სერტიფიკატებით დააჯილდოვეს.
ღონისძიებაზე წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს დემურ ფირცხალავას ხსოვნას, რომლის სახელობის ტურნი ფეხბურთში ,,უნივერსიადას“ ფარგლებში ჩატარდა. გამარჯვებულებს დემურ ფირცხალავას ოჯახის ინიციატივით ფულადი ჯილდო გადაეცათ.
აღსანიშნავია, რომ წელს ,,უნივერსიადას“ ფარგლებში ჩატარებულ სპორტულ ღონისძიებებში 1300 სტუდენტი მონაწილეობდა. სპორტული აქტივობები აწსუ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა.
-
სტუდენტთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში კვირეული გაიმართა
by აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
მეცნიერების საერთაშორისო დღის აღსანიშნავად აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში კვირეული გაიმართა
by აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ტექნიკური ფაკულტეტის სტუდენტების გამოგონება – „ჭკვიანი სახლი“
by აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი

