GE

აწსუ–ში გერმანულ გაცვლით პროგრამა  DAAD-ში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია იწყება

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გერმანიაში აკადემიური გაცვლითი პროგრამის “DAAD”- ის პრეზენტაცია გაიმართა.

სტუდენტებს და სასწავლებლის აკდემიურ პერსონალს გაცვლითი პროგრამების შესახებ DAAD- ის თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, გერჰარ ოილი ესაუბრა.

„გაცვლითი პროგრამა მოიცავს ენის შემსწავლელ ერთთვიან კურსს ბაკალვარებისა და მაგისტრებისთვის ინგლისურ და გერმანულენოვან პროგრამებს სპეციალობის კუთხით ენის გაძლიერებისთვის. ასევე, არის სტუდენტების ჯგუფებისა და დოქტორანტებისთვის 3-4 თვიანი გაცვლითი პროგრამა გერმანულ უნივერსიტეტებში. შესაბამისი მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგ, მათ მიეცემათ სტიპენდიები, რომლითაც შეძლებენ ცხოვრებას, სწავლას და გადასახადების გადახდასაც“, – აცხადებს გერმანული გაცვლითი პროგრამის DAAD- ის თბილისის ორგანიზაციის ხელმძვანელი, გერჰარდ ოილი.

შეხვედრაზე იმყოფებოდა 4 სტუდენტი, რომლებმაც გასულ წელს გაცვლითი პროგრამით გერმანიის სხვადასხვა უნივერსიტეტებში მიიღეს ცოდნა.

საერთაშორისო ურთიერთობების სტუდენტის, ნათია კეთილაძის თქმით, მან 3 კვირიანი კურსი დიუსელდორფში სპეციალობის კუთხით გაიარა.

„საინტერსო იყო ის, რომ რასაც გვასწავლიდნენ ამის რეალიზება ხდებოდა პრაქტიკაშიც, რამაც დიდი გამოცდილება შემძინა“, – ამბობს წერეთლის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სტუდენტი,.

გერმანული აკადემიური გაცვლითი პროგრამა “DAAD”- ის წერეთლის უნივერსიტეტში რამდენიმე წელია ხორციელდება.

“DAAD”- ის ახალ პროგრამებში მონაწილების მისაღებად მსურველებმა რეგისტრაცია  ვებგვერდზე  www.ic.daad.de tbilisi უნდა გაიარონ. მათ განაცხადების წარდგენა მიმდინარე წლის 1 დეკემბრამდე შეუძლიათ.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი

მოამზადა დეა მანაგაძემ – ქუთაისი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური