GE

ახალციხის მე-5 საჯარო სკოლამ სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განაახლა

ახალციხის მე-5 საჯარო სკოლამ, რომელიც ინფიცირებული მოსწავლის გამო დისტანციურ სწავლებაზე იყო, სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განაახლა.

სკოლა დისტანციურ სწავლაზე 29 მარტს გადავიდა. აქ კორონავირუსი მე-10 კლასელ მოსწავლეს დაუდასტურდა.

ამ დროისათვის დისტანციურ სწავლებაზე მხოლოდ ვალის N1 სკოლა რჩება, ვირუსი აქაც მოსწავლეს დაუფიქსირდა. აღნიშნული სკოლა შენობაში სწავლას ხვალიდან, 7 აპრილიდან განაახლებს.

წყარო: სამხრეთის კარიბჭე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური