ახალი არჩევითი საგანი- მსოფლიო კულტურა
როგორც ცნობილია, ეროვნული სასწავლო გეგმის ფარგლებში შეიქმნა ახალი არჩევითი საგნის – “მსოფლიო კულტურა
” – საგნობრივი პროგრამა. 2010-2011 სასწავლო წელს მიმდინარეობს პილოტირება 12 საჯარო და 2 კერძო სკოლაში მთელი საქართველოს მასშტაბით. დარგის ექსპერტების მიერ შეიქმნა საპილოტე მასალა მოსწავლისთვის და მასწავლებლისთვის.
2011-2012 სასწავლო წლიდან ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, ,,მსოფლიო კულტურა” შესულია არჩევითი საგნების ნუსხაში და განკუთვნილია X/XI/XII კლასის მოსწავლეებისათვის.
იგეგმება ,,მსოფლიო კულტურის” სახელმძღვანელოზე კონკურსის გამოცხადება მომავალი 2011-2012 სასწავლო წლისათვის.
ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების დირექტორებს, პედაგოგებსა და ახალი საგნის სწავლებით დაინტერესებულ ყველა პირს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი რეკომენდაციას უწევს, ,,მსოფლიო კულტურის” სახელმძღვანელოს შექმნამდე, ქვემოთ მოცემული ბმულების საშუალებით გაეცნონ ,,მსოფლიო კულტურის” საგნობრივ პროგრამასა და სტანდარტს, ასევე საავტორო ჯგუფის მიერ შექმნილ საპილოტე მასალას მოსწავლისთვის და მასწავლებლისთვის. მასალა გასაცნობად ხემისაწვდომია ვებ-გვერდზე: www.ncac.ge