ახალი პროგრამები, ახალი კამპუსი და 2000-ზე მეტი სტუდენტის მისაღები ადგილი 2025 წელს BTU-ში
ახალი კამპუსი, ახალი ინოვაციური პროგრამები საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურებზე, უპრეცედენტო ინიციატივები ხელოვნური ინტელექტისა თუ სხვა ტექნოლოგიების სფეროებში, სამწლიანი პროგრამები, ერთდროულად ორი დიპლომის მოპოვების შესაძლებლობა – ეს ის სიახლეებია, რომელსაც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი 2025 წლიდან სტუდენტებს სთავაზობს.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ჯამში, 10 აკრედიტებულ პროგრამას, საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე უკვე ახორციელებს, რომელთა შორის 6 მათგანი მეორე, ევროპული უნივერსიტეტის დიპლომის მოპოვების შესაძლებლობას იძლევა.
უნივერსიტეტი მალე მეორე, ახალ კამპუსს ხსნის და პროგრამების ჩამონათვალსაც აფართოებს: საბაკალავრო პროგრამა – ფსიქოლოგია ციფრულ სამყაროში, ერთი და ორწლიანი სამაგისტრო პროგრამები ციფრულ მარკეტინგში და სხვა სიახლეებით, BTU 2025 წელს შეხვდება.
BTU-ს საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამებით დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ ფორმა.
BTU-ს განსხვავებულმა ხედვამ, ყველა პროფესისა და ინდუსტრიაში ტექნოლოგიების ინტერგრაცასთან მიმართებით, მას მნიშვნელოვანი წარმატება მოუტანა საგანმანათლებლო სივრცეში. უნივერსიტეტს ქვეყანაში ყველაზე მაღალმოთხოვნადი ტექნოლოგიური პროგრამები აქვს და მომდევნო წლიდან, სტუდენტების უპრეცედენტო, 2000-მდე კონტინგენტის მიღებას გეგმავს.
სტუდენტების და კურსდამთავრებულების დასაქმების მიზნით, უნივერსიტეტი 300-მდე ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციასთან თანამშრომლობს. სრულად დაფინანსებული გაცვლითი პროგრამების უზრუნველყოფისთვის, პარტნიორობა აქვს 90-ზე მეტ მაღალრეიტინგულ დასავლურ უნივერსიტეტთან, არის 12 საერთაშორისო ქსელის წევრი – მათ შორისაა მსოფლიოს ყველაზე მაღალრეიტინგული MIT-ის Martin Trust Center, Harvard MOC Affiliated Network, European University Association და სხვა.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი 9 ტექნოლოგიურ ლაბს აერთიანებს: AI ლაბორატორია, IOS & ANDROID ლაბორატორია, ლაბორატორია 4.0, განახლებადი ენერგო წყაროების ლაბორატორია, ბლოქჩეინ ლაბორატორია, კიბერუსაფრთხოების ლაბორატორია, მდგრადობის ლაბორატორია, Microsoft ლაბორატორია, MarTech ლაბორატორია.
(R)