ახალი სასწავლო წელი ბაქსვუდის სკოლაში
ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა–თბილისი, 2013-2014 სასწავლო წელს 450-ამდე მოსწავლით, ინოვაციური პროგრამებით, განახლებული პედაგოგიური კოლექტივითა და ინფრასტრუქტურით იწყებს.
09:45 საათზე პარალელურ რეჟიმში დაიწყება სამი გახსნითი ღონისძიება: შეხვედრა პირველკლასელებთან, სკოლამდელი ასაკის ჯგუფის საზეიმო მიღება და საერთო ასამბლეა, რომელსაც წაუძღვებიან სკოლის ჰედმასტერი, ბ–ნი არჩილ სუმბაძე და დაწყებითი სკოლის დირექტორი ქ–ნი თამარ დემეტრაძე. საერთო ასამბლეის მიზანია, გააცნოს მშობლებსა და მოსწავლეებს სკოლასა და სასწავლო პროცესში დაგეგმილი სიახლეები. ტრადიციულად, თითოეულ მოსწავლეს ეცმევა სკოლის აკადემიური ფორმა და სტატუსის შესაბამისი მანტია.
ღონისძიებას ესწრება სკოლის გენერალური დირექტორი ბ–ნი ალექსანდრე ვაშაკიძე და დამფუძნებელთა ჯგუფი.
2013-2014 სასწავლო წელს ბაქსვუდის სკოლის 20 საუკეთესო მოსწავლე, ორ ჯგუფად, გაემგზავრება დიდ ბრიტანეთში ორკვირიანი გაცვლითი პროგრამით. ამავე სასწავლო წლიდან დაინერგება საქართველოში ინოვაციური წინა საბაკალავრო პროგრამა დამამთავრებელი კლასებისთვის და დამატებითი კლუბები სკოლის თითოეული მოსწავლისათვის, როგორიც არის ,,დებატები’’, „კრიტიკული კითხვა და ანალიზი ინგლისურად“, ,, საერთაშორისო ურთიერთობებისა და გაეროს მოდელირების’’ კლუბი და ა.შ.
-
ეროვნულ სასკოლო ოლიმპიადებსა და სხვადასხვა კონკურსებში გამარჯვებული თორმეტი მოსწავლე დიდი ბრიტანეთიდან დაბრუნდა
by საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
-
ბაქსვუდის საზაფხულო სკოლა 2014 დაიწყო
by ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა-თბილისი
-
საერთაშორისო სამეცნიერო საზაფხულო სკოლის დასკვნითი ღონისძიება
by ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა-თბილისი