ბაქსვუდის საზაფხულო სკოლა 2014 დაიწყო
ბაქსვუდის სკოლის ბაზაზე უკვე მეოთხე წელია, ყოველ ზაფხულს, ინგლისურენოვანი საზაფხულო სკოლა მიმდინარეობს. ეს გახლავთ ორკვირიანი და სამკვირიანი ინგლისური ენის საზაფხულო სკოლა, რომელშიც იდეალურად არის შერწყმული ბრიტანული და ქართული ტრადიციები.
როგორც სკოლაში განმარტავენ, პროგრამა განკუთვნილია ორი ასაკობრივი ჯგუფისათვის: პირველი გახლავთ10-დან 18 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის, ხოლო მეორე – ეს არის კომბნირებული, მრავალფუნქციური, საზაფხულო სკოლა 6-დან 10 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის.
პროგრამის ფარგლებში, მოსწავლეებს დღის პირველ ნახევარში, უტარდებათ ინგლისური ენის ინტენსიური კურსი (1 კვირის განმავლობაში 20 აკადემიური საათი). საგაკვეთილო პროცესი რადიკალურად განსხვავდება ტიპური/სტანდარტული გაკვეთილებისგან, თითოეული ბავშვისთვის ეს ნამდვილად დაუვიწყარი თავგადასავალია. რაც შეეხება, დღის მეორე ნახევარს ის დატვირთულია არააკადემიური აქტივობებით, რომელიც უხვად არის გაჯერებული: სპორტული შეჯიბრებებით, წარმოდგენებით, Fashion Show-ებით, ექსკურსიებითა და სხვადასხვა სახალისო აქტივობებით.
შუადღის სპორტისა და აქტივობების პროგრამა ეხმარება მოსწავლეებს ლექსიკური მარაგის გამდიდრებაში, ისევე, როგორც სოციალურ ინტერაქციასა და ზეპირი მეტყველების გაუმჯობესებაში.
საზაფხულო სკოლა საუკეთესო საშუალებაა თქვენი შვილებისთვის, საკუთარი თავის გამოსავლენად და დამოუკიდებელი უნარ-ჩვევების შესაძენად.
ბაქსვუდის საზაფხულო სკოლა უკვე მეორე კვირაა მიმდინარეობს, მომდევნო ნაკადს ბაქსვუდელები 21 ივლისს ელოდებიან.
-
ეროვნულ სასკოლო ოლიმპიადებსა და სხვადასხვა კონკურსებში გამარჯვებული თორმეტი მოსწავლე დიდი ბრიტანეთიდან დაბრუნდა
by საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
-
ახალი სასწავლო წელი ბაქსვუდის სკოლაში
by ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა-თბილისი
-
საერთაშორისო სამეცნიერო საზაფხულო სკოლის დასკვნითი ღონისძიება
by ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა-თბილისი