GE

ახლადშექმნილმა საქართველოს სამეწარმეო განათლების ალიანსმა პირველი ონლაინ კონფერენცია გამართა

საქართველოს სამეწარმეო განათლების ალიანსი (Georgia Enterprise Education Alliance – GEEA) ბრიტანეთის საბჭოს პროგრამის „შემოქმედებითი ნაპერწკალი: “სამეწარმეო განათლების პროგრამა უმაღლესი სასწავლებლებისთვის“ ფარგლებში შეიქმნა.

GEEA წარმოადგენს საქართველოს უმაღლესი განათლების დაწესებულებებისა და საგანმანათლებლო ორგანიზაციების გაერთიანებას, რომელიც მხარს უჭერს ისეთი სამეწარმეო ეკოსისტემის შექმნას, რომელიც იქნება მსოფლიოში საუკეთესო პრაქტიკად აღიარებულის მსგავსი.

საქართველოს სამეწარმეო განათლების ალიანსს გააჩნია მისია, ხედვა და ღირებულებები.

მისია: მხარი დავუჭიროთ მსოფლიოში საუკეთესო პრაქტიკად აღიარებულის მსგავსი სამეწარმეო ეკოსისტემის შექმნას საქართველოში, რომელიც დაეხმარება ჩვენს ახალგაზრდებს, სტუდენტებსა და სხვა მოქალაქეებს, განივითარონ სამეწარმეო უნარები და გაიუმჯობესონ კარიერული პერსპექტივები დასაქმებისა, თუ მეწარმეობის მიმართულებით.

ხედვა: ხელი შევუწყოთ ინტერინსტიტუციურ მუშაობას, ჩვენი მიზნების მისაღწევად. ალიანსი გააერთიანებს საჯარო და კერძო სექტორებს, განათლებისა და მეწარმეობის სფეროებს, პოლიტიკის განმსაზღვრელებსა და მთავრობას იმისთვის, რომ მათ გაუზიაროს საუკეთესო პრაქტიკის გამოცდილება, ბიძგი მისცეს და წაახალისოს თანამშრომლობა და გავლენა მოახდინოს მომავალი ქართული სამეწარმეო პოლიტიკის ჩამოყალიბებაზე.

ღირებულებები: ჩვენ გვჯერა უმაღლესი განათლების დაწესებულებებს შორის პატიოსანი, გამჭვირვალე და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის.

საქართველოს სამეწარმეო განათლების ალიანსის დეკლარაციის ხელმომწერები არიან: აკაკი წერეთელის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია; ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი; შემოქმედებითი საქართველო; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი; Creative Solution.

ალიანსის მიზანია ხელი შეუწყოს სამეწარმეო განათლების განვითარებასა და საზოგადოებაში სამეწარმეო უნარების კულტივირებას.

ალიანსმა ქვეყანაში შექმნილი ეპიდმდგომარეობიდან გამომდინარე პირველი კონფერენცია ონლაინ ფორმატში გამართა 11 ნოემბერს გამართა. კონფერენციის მიზანს წარმოადგენდა ალიანსის წევრებისა და ქართული სამეწარმეო ეკოსისტემის აქტორების ერთად შეკრება და ალიანსის შესახებ ინფორმაციის მიწოდება დაინტერესებული მხარეებისთვის. კონფერენციის ფარგლებში, მოწვეულმა ადგილობრივმა და საერთაშრისო სპიკერებმა ისაუბრებეს ალიანსის ისტორიასა და მიზნებზე, სამეწარმეო განათლების მიმართულებით არსებულ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე და საერთაშორისო გამოცდილებებზე.

კონფერენცია ასევე მოიცავდა სხვადასხვა ვორქშოპებს როგორც ალიანსის სამომავლო მიზნებისა და აქტივობების განსასაზღვრად, ისევე ბრიტანული STEAMHouse-ის პრაქტიკული გამოცდილების გასაზიარებლად. მნიშვნელოვანია, რომ კონფერენციაზე მოწვეულნი იყვნენ ალიანსის ბრიტანელი პარტნიორები შემდეგი ორგანიზაციებიდან: STEAMHouse, Birmingham University, Aston University, bseen. მათ მონაწილეებს ბრიტანული გამოცდილება და STEAM სწავლების მეთოდოლოგიის დანერგვის გზები გაუზიარეს.

საქართველოს სამეწარმეო განათლების ალიანსის წევრებმა და მოწვეულმა სტუმრებმა განიხილეს განათლების 10 წლიანი სტრატეგიის გეგმა და მასში მეწარმეობის კომპონენტის როლი და ალიანსის პოტენციალი შემოქმედებითი სექტორების განვითარებაში. ვიმედოვნებთ, აღნიშნული შესაძლებლობა ნამდვილად შეუწყობს ხელს სამეწარმეო განათლების ეფექტურ გამოყენებას შემოქმედებითი სექტორის განვითარებისთვის.

(R)

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
aris.ge-adm