GE

ტრენინგი ინგლისური ენის წამყვანის სტატუსის მქონე მასწავლებლებისთვის

ბრიტანეთის საბჭო, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, ინგლისური ენის წამყვანის სტატუსის მქონე მასწავლებლებს სთავაზობს 20 საათიან ონლაინ სატრენინგო კურსს „დიალოგის, დებატებისა და მოლაპარაკების უნარ-ჩვევები“.

საგანი: ინგლისური ენა
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 2021-06-21

კურსზე ჩასარიცხი წინაპირობა : ყველა აპლიკანტმა მასწავლებელმა 2021 წლის სექტემბრიდან 2022 წლის მარტამდე:

  • თვეში ერთხელ მონაწილეობა უნდა მიიღოს მასწავლებელთა ონლაინ სამუშაო შეხვედრებში (Teacher Activity Groups) რომლებიც მიეძღვნება ინგლისურის სწავლების სხვადასხვა ასპექტებს მათ შორის დებატების სწავლების ტექნიკების საგაკვეთილო პროცესში დანერგვის გამოცდილების გაზიარებას. ამ შეხვედრების ორგანიზებას უზრუნველყოფს ბრიტანეთის საბჭო ინგლისური ენის მასწავლებელთა ასოციაციასთან (ETAG თანამშრომლობით).
  • აქტიურად გამოიყენოს დებატების, მოლაპარაკებისა და დიალოგის ფორმატი საგაკვეთილო პროცესში და გააკეთოს რეფლექსია.
  • მონაწილეობა მიიღოს 2022 წლის გაზაფხულზე დაგეგმილ ინგლისური ენის მასწავლებელთა ონლაინ ღონისძიებაში.

დეტალური ინფორმაცია ტრენინგის შესახებ იხილეთ ბმულზე – traininganouncementgeorgia

ტრენინგზე დასარეგისტრირებლად გადადით ბმულზე – http://bit.ly/registerheretpdc

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
aris.ge-adm