GE

უფასო ონლაინ ტრენინგ მოდულები ინგლისური ენის პედაგოგებისთვის

ბრიტანეთის საბჭო მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობით უფროსი, წამყვანი და მენტორის სტატუსის მქონე ინგლისური ენის მასწავლებლების პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით, აცხადებს რეგისტრაციას ონლაინ სატრენინგო მოდულებზე.

ცენტრის ინფორმაციით, სულ ხელმისაწვდომია ოთხი სამსაათიანი თვითშემსწავლელი მოდული. ოთხივე მოდულის წარმატებით გავლის შემთხვაში მოხდება 12 სატრენინგო საათის აღიარება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების და კარიერული წინსვლის სქემის შესაბამისად სკოლის ბაზაზე პროფესიული განვითარების ვალდებულების ფარგლებში.

კურსების გავლა შესაძლებელია არა უგვიანეს 2021 წლის 18 ივნისისა. დეტალური ინფორმაცია კურსების და მათზე რეგისტრაციის შესახებ იხილეთ ბმულებზე განთავსებულ დუკუმენტებში. 

https://bit.ly/3bIWXIh

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური