GE

პროექტი „მასწავლებელთა ონლაინ საზოგადოება – საქართველო“ ინგლისური ენის მასწავლებლების განაცხადების მიღებას იწყებს

ბრიტანეთის საბჭო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრთან ერთად იწყებს საჯარო სკოლების ინგლისური ენის მასწავლებელთა განაცხადების მიღება პროექტში “მასწავლებელთა ონლაინ საზოგადოება – საქართველო” პროექტში მონაწილეობისთვის.

– რას წარმოადგენს პროექტი “მასწავლებელთა ონლაინ საზოგადოება – საქართველო და როდის დაიწყო მისი განხორციელება?

– 2021 წლის 15 თებერვალს ბრიტანეთის საბჭომ განათლებისა და მეცნიერების, სამინისტრომ და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა თანამშრომლობის სამმხრივი შეთანხმება გააფორმა. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში ბრიტანეთის საბჭო პარტნიორებთან ერთად 18 თვის განმავლობაში პილოტირებას გაუწევს ინგლისური ენის მასწავლებელთა ონლაინ საზოგადოების შექმნასა და მუშაობას ბრიტანეთის საბჭოს Future English Online Teacher Community პლატფორმაზე.

– ვის შეუძლია შემოიტანოს განაცხადი?

– “მასწავლებელთა ონლაინ საზოგადოება – საქართველო” პროექტში მონაწილეობის მისაღებად ვიწვევთ საქართველოში არსებული ყველა საჯარო სკოლის ინგლისური ენის პედაგოგებს. ამ ეტაპზე ხდება მხოლოდ განაცხადების მიღება.

– როდის იწურება განაცხდების მიღების ვადა?

– განაცხადების შემოტანის ვადა 2021 წლის 1 სექტემბერს იწურება

– რატომ უნდა შემოიტანონ განაცხადი მსურველებმა და რას მისცემს მათ ამ პროექტში მონაწილეობა?

– მასწავლებელთა ონლაინ საზოგადოების (OTC) პლატფორმა შეიქმნა იმ მიზნით, რომ განავითაროს ინგლისური ენის სწავლების საზოგადოება საქართველოში და გაზარდოს ბრიტანეთის საბჭოს ინტერაქცია და მხარდაჭერა ინგლისური ენის პედაგოგებისთვის.
განათლების და მეცნიერების სამინისტროსა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან პარტნიორობა, ადგილობრივი ფასილიტატორების გადამზადება და პედაგოგებისთვის თანამშრომლობაზე, ფორუმებზე, რესურსებზე, ვებინარებსა და ტრეინინგებზე წვდომის შესაძლებლობების შექმნა იძლევა იმის გარანტიას, რომ პედაგოგები რეგულარულად არიან ჩართულები ახალ იდეებსა და ონლაინ დისკუსიებში.

ისინი ასევე ერთმანეთს გაუზიარებენ ცოდნასა და გამოცდილებას, შეუერთდებიან მასშტაბურ ონლაინ ღონისძიებებს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ წარმატებული ინგლისურის სწავლების ექსპერტ-სპიკერები, შეაჯამებენ მათ გამოცდილებას და მონაწილეობას მიიღებენ ტრეინინგებში. შესაბამისად, მისაღები შედეგია:

– მასწავლებლების მიერ საკუთარი უწყვეტი პროფესიული განვითარების სხვადასხვა მოდელის ფლობა
– უახლესი ტრენდებისა და ინგლისური ენის სწავლების მეთოდოლოგიის შესახებ ცნობიერების ამაღლება, რომელიც მოიცავს დღესდღეისობით მეტად მნიშვნელოვან ინგლისურის დისტანციურ სწავლებას
– უფრო ეფექტური საკლასო პრაქტიკის უნარების განვითარება
– საკლასო ოთახში ახალი ცნებების, მიდგომების და ტექნიკის გამოცდის და გამოყენების მოტივაციის გაზრდა ეფექტური დაგეგმვის და რეფლექსიის საფუძველზე.
– საგაკვეთილო გეგმის შემუშავებაში სტუდენტზე ორიენტირებული მიდგომის განვითარება რომელიც შეესაბამება „ახალი სკოლის მოდელის“ მოთხოვნებს
– საკლასო ოთახში უკეთესი ხარისხის სწავლა-სწავლების უზრუნველყოფა

სად შეიძლება მიიღონ მსურველებმა დეტალური ინფორმაცია უშუალოდ პროექტის შესახებ?

ინფორმაცია პროექტის შესახებ და განაცხადის შემოტანის ონლაინ ფორმა განთავსებულია ბრიტანეთის საბჭოს ვებ-გვერდზე. იხილეთ ბმული აქვე: https://bit.ly/otcforteachers

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური