GE

„ვინც დღეს მე-9 კლასშია, მას მოუწევს მე-11 კლასის დამთავრება სკოლაში“ – ცნობილია, როდიდან ამოქმედდება თერთმეტწლიანი სწავლება

საქართველოს საჯარო სკოლებში 11-კლასიანი სწავლება 2027-2028 სასწავლო წლიდან დაიწყება. ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ 2 დეკემბერს, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

რაც შეეხება მე-12 კლასის დამთავრების მსურველ მოსწავლეებს, როგორც განათლების მინისტრმა განმარტა, ისინი ყოველი წლის მარტში რეგისტრაციას გაივლიან, რის შემდეგაც, კონკრეტულ სკოლებში მათთვის მე-12 კლასი გაიხსნება.

ყველაფერი, რაც სასკოლო ცხოვრებაში შეიცვლება – ზოგადი განათლების რეფორმის კონცეფციის დოკუმენტი

„11-კლასიან სწავლებაზე 2027-2028 სასწავლო წლიდან გადავალთ. დღეს ვინც მე-9 [და ქვედა კლასებში] სწავლობს, მას მოუწევს მე-11 კლასის დამთავრება სკოლაში. თუმცა, როგორც გითხარით, იმ ადამიანებს, იმ ახალგაზრდებს, ვისაც სურვილი ექნება, რომ მე-12 კლასშიც ისწავლოს, ყოველი წლის მარტში გაიხსნება სარეგისტრაციო პორტალი, სადაც მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ, რომ დარეგისტრირდნენ. იმის მიხედვით, თუ რამდენი ადამიანი დარეგისტრირდება, შესაბამის ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებში, ჩვენ კონკრეტულ საშუალო სკოლებში გავხსნით მე-12 კლასს“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

შეგახსენებთ, 2 დეკემბერს, განათლების მინისტრმა ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფციის პრეზენტაცია გამართა, სადაც 8 ძირითადი გამოწვევა და რეფორმის განსახორციელებლად საჭირო ამდენივე ამოცანა დაასახელა.

ასევე იხილეთ:

2026-2027 სასწავლო წლიდან სასკოლო ფორმები სავალდებულო I-VI კლასებში ხდება – განათლების სამინისტროს გადაწყვეტილება

ცვლილება სასკოლო ასაკში – პირველ კლასში შევა მხოლოდ ის ბავშვი, რომელსაც 6 წელი 15 სექტემბრის ჩათვლით უსრულდება

მინისტრი: „მე-11 კლასში ე.წ. რეპეტიტორიუმი შემოგვაქვს“ – რას ისწავლიან მოსწავლეები ბოლო კლასში

„სასკოლო პროცესში მობილური ტელეფონების გამოყენება აიკრძალება“ – ახალი გადაწყვეტილება

საბაზო განათლება ისევ 9-წლიანი ხდება – განათლების მინისტრმა სასკოლო საფეხურები წარმოადგინა

მოამზადა მარიამ იმერლიშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური