ბაგა-ბაღებში აღსაზრდელების მიღება 2 წლის ასაკიდან არის შესაძლებელი
საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელების მიღება 2 წლიდან ხდება. ამის შესახებ Aris.ge-განათლებას თბილისის მერიის ბაღების მართვის სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა თაკო კვირტიამ, იმ ინფორმაციის კომენტირებისას განუცხადა, რომლის თანახმად, მშობელთა ნაწილი ორ წლამდე შვილების ბაღში მიყვანის შეზღუდვის გამო წუხს და აღნიშნულს აპროტესტებს.
მისივე თქმით, ამის შესახებ ხაზგასმითაა ნათქვამი ბაგა-ბაღების წესდებაში, სადაც წერია, რომ ბაგაში მისაღებად ბავშვის ასაკი 2-3 წლით, ხოლო ბაღში 3-6 წლით უნდა განისაზღვროს.
„მშობლების აღელვების მიზეზი გაუგებარია. წესდების მიხედვით ბაგა-ბაღებში მიღება 2 წლიდან იწყება და შესაბამისად, ბუნებრივიცაა, რომ ამ ასაკზე ნაკლების თუა ბავშვი პროგრამა ვერ დაარეგისტრირებს. საიდან გაჩნდა საკითხი არ ვიცი“, – აღნიშნა თაკო კვირტიამ.
მიუხედავად ასეთი განმარტებისა, ბაღების მართვის სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებული კანონის ზოგად დებულებებში ვკითხულობთ „ბავშვთა სკოლამდელი დაწესებულებების იქმნება 2 თვიდან 7 წლამდე“. სელექცია რამდენიმე ასაკობრივი ჯგუფის მიხედვით ხდება. ამასთან დაკავშირებით, თაკო კვირტია აცხადებს, რომ სააგენტოში კანონის ამ ნაწილით არ სარგებლობენ, რადგან ის მოძველებულია და აღსაზრდელთა მისაღებად ასაკის დასადგენად მხოლოდ წესდებით ხელმძღვანელობენ.
შეგახსენებთ, რომ 10 ივნისიდან უკვე მიმდინარეობს საზაფხულო ბაგა-ბაღებში რეგისტრაცია. ასეთი თბილისის მასშტაბით 25-ია. რაც შეეხება ახალი სასწავლო წლიდან აღსაზრდელების მიღებას, რეგისტრაცია 1 ივლისს დაიწყება და მასში მონაწილეობას 159 საჯარო ბაღი მიიღებს.
ქეთი არის© გიგოლაშვილი
-
2026 წლიდან სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ექიმებსა და მანდატურებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ – ფინანსთა მინისტრი
by ARIS.GE-განათლება
-
სია გაიზარდა – განათლების სფეროს ამ წარმომადგენლებს შეუძლიათ შეითავსონ ანაზღაურებადი სამუშაო საჯარო სამსახურში
by ARIS.GE-განათლება
-
შეძლებს თუ არა სტუდენტი მობილობას სახელმწიფოდან კერძო უნივერსიტეტში და პირიქით? – მინისტრის მოადგილის პასუხი
by ARIS.GE-განათლება