„ბაღში მინდა!“ – მაგისტრობის მსურველების შავ-თეთრი იუმორი 175-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან
17 და 18 ივლისს ზაფხულის საგამოცდო ორომტრიალში გამოცდილი სტუდენტები – მაგისტრობის მსურველები ჩაერთნენ. დღეს პირველი და მეორე სესიის მონაწილეები წაკითხულის გააზრებისა და ანალიტიკური წერის დავალებებს შეასრულებენ, ხვალ კი გამოცდა ლოგიკურ და რაოდენობრივ მსჯელობაში აქვთ. არც 2024 წელია გამონაკლისი, EDU.ARIS.GE-სთან სტუდენტები ჩვეული იუმორით საუბრობენ და საკუთარ ემოციებსა თუ სათქმელს შავ-თეთრი იუმორით გადმოსცემენ.
მაგისტრობის მსურველები მუხიანის 175-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან:
“ჯერ მოსწავლეობის წლები, შემდეგ აბიტურიენტობის, სტუდენტობის… ისეთი თავსატეხები გვაქვს ამოხსნილი, ლექტორები და საგნები რომ აგვერჩია… შემდეგ, დღეში 3-5 ლარი გვეკმარა… ასეთი წლების შემდეგ, რთულია ჩვენი შეშინება. უნარების გამოცდას ვაბარებთ, რაც თავი მახსოვს და თავდაცვის ინსტინქტი ფორმაში გვაქვს, სულ ლოგიკური სვლებით ვძვრებით სიტუაციებიდან”.
“ბაღში მინდა! არც სკოლაში, არც უნივერსიტეტში, ბაღში! გვაჭმევენ, გვასმევენ, მოგვეფერებიან, ლექსებს მოვყვებით. საქართველოში ყველაზე კარგი ალბათ, ბაღში სწავლის წლებია, სტუდენტობაც არ არის ცუდი, თუ მშობლებს ბევრი ფული აქვთ”.
“ბიჭების უმრავლესობა ისევ ჯარის გამო ვაბარებთ. ისე, ჯარში ის ხალხი გვიწვევს, ვინც თვითონ არ არის ნამყოფი. უფრო მეტსაც გეტყვით, ალბათ, ჩვენსავით აბარებდნენ სამაგისტრო გამოცდებს, რომ არ გაეწვიათ”.
“ჩემი მომავლით დაინტერესებული მეზობელი მარიგებს: ერთი დიპლომი ხომ აიღეო და ამდენი ხარჯი რა საჭიროა, დაუბრუნდი სოფელსო. ხალხნო, მართლა ფიქრობთ, რომ არჩევანი გვაქვს?! ჰა ჰა ჰა!”
“სულ საგამოცდო ცენტრი არაა უნივერსიტეტი?! ისედაც სულ გამოცდებში ვართ, არც ჩარჩენილი საგნები გვიკვირს და არც ლამაზი გოგოები. ისე, ზოგი მართლა გოგოების გამო არჩევს უნივერსიტეტებს, აბა, სწავლის გამო რომ არჩევდეს, ლოგიკური იქნებოდა?!”.
სტუდენტების ამ იუმორნარევ სიტყვებში სერიოზული პრობლემების დანახვა შეიძლება, რომლებიც ქართული განათლების სისტემას არ აკლია. თქვენ რას ფიქრობთ?
ასევე იხილეთ:
განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ
მოამზადა მზეო შველიძემ
-
თუ საერთო სამაგისტრო გამოცდა 2025 წელს ჩააბარეთ – რომელ მაგისტრანტებს აქვთ 3 დღიანი ვადა
by სიახლეები სამაგისტრო გამოცდებზე
-
როგორ გავიგოთ ვართ თუ არა გრანტირებული მაგისტრანტი და როდის გამოქვეყნდება 2025 წელს დაფინანსებულთა სია
by სიახლეები სამაგისტრო გამოცდებზე
-
როგორ დავიბრუნოთ საპრეტენზიო განაცხადისთვის გადახდილი თანხა – საერთო სამაგისტრო გამოცდა 2025
by სიახლეები სამაგისტრო გამოცდებზე