„ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“ სკოლების გამოფენაზე წიგნებს ფასდაკლებით შემოგთავაზებთ
(R)
„ბაკურ სულაკაურის გამომცემლობისთვის“ მხატვრული ლიტერატურის პარალელურად, მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია საგანმანათლებლო მიმართულებაც. სწორედ ამიტომ, 7-8 დეკემბერს საგამოფენო ცენტრ Expo Georgia-ს მე-11 პავილიონში „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“ გიწვევთ სკოლების გამოფენაზე.
სკოლების გამოფენა წელს პირველად ტარდება და მისი მიზანია შექმნას ერთიანი პლატფორმა საშუალო განათლების სფეროში, ერთ სივრცეში შეკრიბოს ინდუსტრიის ყველა მონაწილე და პოტენციური მომხმარებელი.
„ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ სტენდთან საშუალება გექნებათ სპეციალურ ფასად შეიძინოთ სასკოლო თუ მეთოდური (მასწავლებლის) სახელმძღვანელოები და 25%-იანი ფასდაკლებით – წიგნები სერიიდან „საოცრება“, „მოსწავლის ბიბლითეკა“, „ქაღალდის თვითმფრინავი“ და სხვადასხვა ასაკისთვის განკუთვნილი მხატვრული, შემეცნებითი თუ დამხმარე საგანმანათლებლო ლიტერატურა და გაეცნოთ ჩვენი გამომცემლობის მიერ თქვენთვის, ჩვენი ერთგული მკითხველისთვის მომზადებულ სიახლეებს.
#მოდისკოლებისგამოფენაზე
სამუშაო საათები: 11:00-20:00
(R)
-
დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი ქართველი ქალები
by მასმედია
-
საერთაშორისო სკოლების და საზაფხულო პროგრამების შეთვაზება ერთ სივრცეში – გამოფენა თბილისში, 23 აპრილს გაიმართება
by მასმედია
-
CIU-ში საერთაშორისო ურთიერთობების, საერთაშორისო სამართლისა და მედიის თემატიკაზე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნა
by მასმედია