GE

საერთაშორისო სკოლების და საზაფხულო პროგრამების შეთვაზება ერთ სივრცეში – გამოფენა თბილისში, 23 აპრილს გაიმართება

საერთაშორისო განათლების ცენტრი (CIE) გიწვევთ EMA საერთაშორისო საზაფხულო პროგრამებისა და სკოლა-პანსიონების გამოფენაზე, რომელიც გაიმართება 23 აპრილს, 12:45–18:00 საათზე, სასტუმრო რადისონ ბლუ ივერიაში.

საზაფხულო პროგრამები დღეს მხოლოდ არდადეგები აღარ არის, არამედ – შესაძლებლობა საერთაშორისო განათლებისკენ გადადგმულ პირველი ნაბიჯი. ასეთ პროგრამებში მონაწილეობა მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას გაიუმჯობესონ ინგლისური ენის ცოდნის დონე, შეიძინონ საერთაშორისო გამოცდილება და გაიცნონ სწავლების მეთოდები მსოფლიოს წამყვან სკოლებში.

სწორედ ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სწორი სკოლისა და პროგრამის შერჩევა – ისეთი საგანმანათლებლო დაწესებულების, რომელსაც აქვს ძლიერი აკადემიური რეპუტაცია და მრავალწლიანი გამოცდილება საერთაშორისო პროგრამების მართვაში.

ღონისძიება განკუთვნილია მშობლებისთვისა და მოსწავლეებისთვის, რომლებიც ინტერესდებიან საზაფხულო საგანმანათლებლო პროგრამებითა და სკოლა-პანსიონებით საზღვარგარეთ და სურთ მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია საერთაშორისო განათლების შესაძლებლობებზე.

ღონისძიებაში წარმოდგენილი იქნება 20 – ზე მეტი საერთაშორისო სკოლა ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა: დიდი ბრიტანეთი, შვეიცარია, აშშ, კანადა, პორტუგალია, იტალია, ბელგია, ესპანეთი, სამხრეთ აფრიკა, ახალი ზელანდია და სხვა. მონაწილე სკოლებს შორის არიან მსფლიოს უმაღლესი რეიტინგის მქონე საგანმანათლებლო დაწესებულებები როგორიცაა:

  • TASIS England – ბრიტანეთი
  • Reddam House Berkshire – ბრიტანეთი
  • Leysin American School – შვეიცარია
  • St. Johnsbury Academy – აშშ
  • Brentwood College – კანადა
  • Ecole d’Humanité – შვეიცარია
  • St MIchaels University School – კანადა
  • Kings College School, Cascais – პორტუგალია
  • International School of Milan – იტალია
  • სხვა

გამოფენა განსაკუთრებით საინტერესო იქნება მათთვის, ვინც მომავალში სკოლა-პანსიონში სწავლის გაგრძელებას საზღვარგარეთ განიხილავს. საზაფხულო პროგრამები ხშირად მოიცავს აკადემიურ კურსებს, უცხო ენების ინტენსიურ სწავლას, სპორტულ და კულტურულ აქტივობებს, რაც მოსწავლეებს საშუალებას აძლევს შეიძინონ საერთაშორისო გამოცდილება და განავითარონ ახალი უნარები.

გამოფენა იმართება საერთაშორისო განათლების ცენტრის ორგანიზებით და Enrollment Management Association (EMA)-თან თანამშრომლობით. EMA მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი საგანმანათლებლო ორგანიზაციაა, რომელიც უკვე 65 წელზე მეტია აერთიანებს 1,200-ზე მეტ დამოუკიდებელ სკოლასა და საგანმანათლებლო ორგანიზაციას და ხელს უწყობს სკოლებსა და ოჯახებს შორის თანამშრომლობას საერთაშორისო განათლების სფეროში. ორგანიზაცია ასევე არის ისეთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტების შემქმნელი, როგორიცაა SSAT ტესტი და Standard Application Online (SAO) – სისტემები, რომლებიც მსოფლიოს მრავალ პრესტიჟულ სკოლაში მიღების პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია.

საერთაშორისო განათლების ცენტრი (CIE) არის დამოუკიდებელი არასამთავრობო საგანმანათლებლო ორგანიზაცია, რომელიც 2006 წელს დაარსდა და უკვე მრავალი წელია აქტიურად მუშაობს საქართველოში საერთაშორისო განათლების შესაძლებლობების განვითარებაზე. ცენტრი ხელს უწყობს სტუდენტების და მოსწავლეების აკადემიურ მობილობას და ეხმარება მათ მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებსა და სკოლებში სწავლის შესაძლებლობების მოძიებაში. ორგანიზაცია ცნობილია როგორც ერთ-ერთი წამყვანი საგანმანათლებლო საკონსულტაციო ცენტრი ქვეყანაში.

წლების განმავლობაში ცენტრმა ათასობით ახალგაზრდას გაუწია კონსულტაცია უცხოეთში სწავლის შესაძლებლობებზე, დაეხმარა მათ უნივერსიტეტების, სკოლებისა და საგანმანათლებლო პროგრამების შერჩევაში, ასევე სტიპენდიებისა და დაფინანსების მოძიებაში. ორგანიზაცია თანამშრომლობს სხვადასხვა საერთაშორისო უნივერსიტეტთან და საგანმანათლებლო ინსტიტუტთან, რითაც ქმნის მყარ კავშირს ქართულ ახალგაზრდობასა და მსოფლიო საგანმანათლებლო სივრცეს შორის.

გამოფენაზე დამსწრეებს ექნებათ შესაძლებლობა პირადად შეხვდნენ სხვადასხვა ქვეყნის წამყვანი სკოლებისა და საგანმანათლებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, გაეცნონ მათ პროგრამებს და მიიღონ დეტალური ინფორმაცია სწავლების პროცესზე, მიღების მოთხოვნებზე, სტიპენდიებისა და დაფინანსების შესაძლებლობებზე.

ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია, თუმცა ორგანიზატორები სტუმრებს ურჩევენ წინასწარ გაიარონ რეგისტრაცია.

რეგისტრაციის ბმული

23 აპრილი, 12:45 – 18:00, სასტუმრო რადისონ ბლუ ივერია, თბილისი.

(R)

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური