ბალანსი – ახალი თაობის საბუღალტრო პროგრამა
საბუღალტრო პროგრამების ბაზარზე მნიშვნელოვანი სიახლეა, აქამდე ცნობილი პროგრამების ჩამონათვალს ახალი პროდუქტი – ბალანსი შეემატა. ბალანსი კომპანია BDO Solutions-ის საავტორო პროდუქტია, რომელიც შემუშავებულია 1С-ის თანამედროვე 8.3 პლატფორმაზე. შესაძლებლობებით, რომელიც აქამდე არ ყოფილა რეალიზებული ქართულ რეალობაში, იგი სრულიად ცვლის წარმოდგენას საბუღალტრო აღრიცხვის შესახებ.
„გვაქვს პატივი წარმოგიდგინოთ პროგრამა ბალანსი, რომელიც შექმნილია ახალი თაობის ბუღალტრებისა და მენეჯერებისთვის. ფართო ფუნქციონალური შესაძლებლობებისა და უახლესი ტექნოლოგიების სინთეზი ბალანსის მომხმარებელს უზრუნველყოფს მართვისა და აღრიცხვის მძლავრი ინსტრუმენტებით. მაშინ როცა საქართველოს ბაზარზე არსებული ანალოგები შემუშავებულია ფაქსის ეპოქაში და ბუნებრივად ვეღარ აკმაყოფილებს თანამედროვე ბიზნესის მოთხოვნებს, ჩვენ შევქმენით ახალი, თვისობრივად განსხვავებული პროდუქტი, რომლის მთავარ უპირატესობას ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობა და ცვლილებებისადმი მაღალი მგრძნობელობა წარმოადგენს. ჩვენი უმთავრესი სტრატეგიაა ადგილობრივ ბაზარზე მოქმედ მცირე და საშუალო კომპანიებს გავუადვილოთ ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება და ახალი თაობის პროგრამის მეშვეობით მხარი დავუჭიროთ მათ ამბიციური ბიზნეს გეგმების განხორციელებაში“, აცხადებს BDO Solutions-ის მმართველი პარტნიორი ლევან მკლავიშვილი.
Web ინტერფეისის მეშვეობით პროგრამა ხელმისაწვდომია ნებისმიერი ადგილიდან, სადაც ინტერნეტია. ამასთან, კომპანიის ყველა ძირითადი მაჩვენებლის ნახვა შესაძლებელია პროგრამის მობილური აპლიკაციიდან.
პროდუქტი წარმოდგენილია on premise ლიცენზიისა და SAAS-ის (პროგრამა, როგორც სერვისი) ფორმით, რაც ქართული ბაზრისთვის ახალი შეთავაზებაა. SAAS-ი განსაკუთრებით მომხიბვლელი წინადადებაა ახლადშექმნილი და მცირე ორგანიზაციებისთვის, რომლებსაც ურჩევნიათ პროგრამა ყოველთვიური გადასახადის საფუძველზე მიიღონ.
ბალანსი ინტეგრირებულია BDO Solutions-ის უახლეს სავაჭრო პროგრამულ პროდუქტებთან და ღიაა ნებისმიერ სააღრიცხვო სისტემასთან ინტეგრაციისთვის. პროგრამა უკვე გაყიდვაშია და მალე მისი შეკვეთა პირდაპირ ვებ-გვერდიდან www.balance.ge იქნება შესაძლებელი.
BDO Solutions-ი, ყოფილი IBS-ი, 2004 წლიდან მოღვაწეობს საქართველოს ბიზნეს პროგრამული უზრუნველყოფის ბაზარზე. კომპანიის მიერ შემუშავებული ERP გადაწყვეტილებები და სპეციალიზებული პროგრამული პროდუქტები წარმატებით არის დანერგილი 500-ზე მეტ კომპანიაში საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანსა და სამხრეთ აფრიკაში.
(R)
-
თბილისის ბაღების 60 000-მდე აღსაზრდელს საახალწლო ღონისძიებებზე ტკბილეულისა და სასაჩუქრე ნაკრები გადაეცემა
by სკოლამდელი განათლება
-
პრემიერ-მინისტრმა Skillwill-ის პროფესიული კოლეჯი გახსნა
by მასმედია
-
პოლიციის აკადემია უნივერსიტეტი გახდება და ჩარიცხვა ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე განხორციელდება
by მასმედია