ექვს საათში ტერიტორიული პრინციპით 5 200 პირველკლასელი დარეგისტრირდა
2026-2027 სასწავლო წლისთვის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე, ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაცია დღეს, 15 მაისს დილის ცხრა საათზე დაიწყო და 25 მაისის 00:00 საათის ჩათვლით გაგრძელდება.
როგორც EDU.ARIS.GE-ს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში განუცხადეს, რეგისტრაციის დაწყებიდან 6 საათში, შესაბამის პორტალზე 5 200 პირველკლასელი დარეგისტრირდა.
რეგისტრაცია მიმდინარეობს ონლაინ რეჟიმში განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებგვერდზე, ბავშვის სისტემაში რეგისტრაციას კი მშობელი ან კანონიერი წარმომადგენელი უზრუნველყოფს.
იხილეთ: პირველკლასელთა ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაციის ვიდეოინსტრუქცია
ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაცია ხორციელდება 12 საპილოტე ქალაქში: თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, ზუგდიდში, ამბროლაურში, ოზურგეთში, ახალციხეში, გორში, მცხეთაში, თელავსა და ფოთში.
აღსანიშნავია, რომ რეგისტრაცია სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში 2026 წლის 15 აპრილის მდგომარეობით დაფიქსირებულ მისამართს ეფუძნება.
იმ პირებისთვის, რომელთა საცხოვრებელ მისამართად აღნიშნულია ოკუპირებული ტერიტორია (აფხაზეთი, ცხინვალი, ახალგორი), სასკოლო უბანი განისაზღვრება სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ მოწოდებული იურიდიული მისამართის საფუძველზე (2026 წლის 15 აპრილის მდგომარეობით).
ასევე იხილეთ:
ხშირად დასმული კითხვები პირველ კლასში რეგისტრაციისთვის და ყველა პასუხი/რჩევები მშობლებს EMIS-ისგან
-
რა დაჯდება 2026 წელს სახელმწიფო უმაღლესებში ჩარიცხული 21 600-მდე სტუდენტის უფასოდ სწავლა? – რის თქმა (ვერ) შეძლო EDU.ARIS.GE-სთან განათლების მინისტრის მოადგილემ
by ARIS.GE-განათლება
-
განათლების სამინისტრო სასკოლო ფორმებზე: კომპანიამ, რომელმაც ყველაზე დაბალი ფასი წარმოადგინა, მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა
by საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
-
შეუძლია თუ არა სტუდენტს, რომელიც ფასიანზე სწავლობს, უფასო სწავლების მოდელით ისარგებლოს – განათლების სამინისტროს პასუხი
by ARIS.GE-განათლება