GE

ბარათი მშობელს – რა არის სწორი და რა არა მოზარდთან კომუნიკაციისას

მოზარდების მშობლებისთვის გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისი შვილთან სწორი კომუნიკაციის პრაქტიკულ ბარათს აქვეყნებს, რომელზეც მშობელს შეუძლია ამოიკითხოს რა არის სწორი და რა -არასწორი.

UNICEF განმარტავს, რომ მოზარდისთვის სამყარო არაპროგნოზირებადი და ამაღელვებელი ჩანს, ამიტომ მას ხშირად უჭირს გონივრული არჩევანის გაკეთება. შეცდომის აღმოჩენისას, მშობლის პირველი რეაქცია ხშირად ბრაზი და იმედგაცრუებაა. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მოზარდობის ასაკი შემოქმედებითი და პიროვნული ზრდის დროა, რაც შეცდომების გარეშე ვერ მოხდება.

“ხშირად ესაუბრეთ თქვენს მოზარდს, უთხარით, თუ რამე შეემთხვა, ან შეცდომა დაუშვა, თქვენ მის გვერდით იქნებით და ყველა შემთხვევაში დაეხმარებით.

ისაუბრეთ გულწრფელად თქვენი გრძნობების შესახებ, უთხარით, რომ ზრდასრულებსაც გვაქვს სირთულეები. აჩვენეთ და მოუყევით როგორ უმკლავდებით მათ – ეს კარგი მაგალითია მოზარდისთვის.

და თუ პრობლემის აღმოჩენისას მაინც ძალიან გაბრაზდით, ამ ბარათს ჩახედეთ, სადაც გთავაზობთ მშობლების მიერ ყველაზე ხშირად დაშვებულ შეცდომებსა და მათ პოზიტიურ ალტერნატივებს”:

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური