ბათუმის მეორე საჯარო სკოლა დროებით იხურება
ბათუმის მეორე საჯარო სკოლა დროებით იხურება და როგორც EDU.ARIS.GE-ს ჟურნალისტი ბათუმიდან გვატყობინებს, ორშაბათიდან სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება.
კორონავირუსი სკოლის კიდევ 9 მოსწავლეს დაუდასტურდა.
აქამდე, მეორე საჯარო სკოლის 3 სხვადასხვა კლასი, კორონავირუსის დაფიქსირების გამო, ონლაინ სწავლაზე იყო გადასული, ამჯერად კი, საგანმანათლებლო დაწესებულებას დროებითი დახურვის რეკომენდაცია მიეცა და სკოლის შენობაში სასწავლო პროცესს 26 აპრილამდე ვერ განაახლებს.
აჭარაში სულ 5 საჯარო და კერძო სკოლაა დისტანციურ სწავლებაზე. ასევე, სხვადასხვა სკოლის 12-ზე მეტი კლასი სწავლას დისტანციურ რეჟიმში გადის.
ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში სულ 33 არასრულწლოვანია მოთავსებული, მათ შორის უმეტესობა სასკოლოს ასაკის ბავშვია.
-
2026 წლიდან სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ექიმებსა და მანდატურებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ – ფინანსთა მინისტრი
by ARIS.GE-განათლება
-
სია გაიზარდა – განათლების სფეროს ამ წარმომადგენლებს შეუძლიათ შეითავსონ ანაზღაურებადი სამუშაო საჯარო სამსახურში
by ARIS.GE-განათლება
-
შეძლებს თუ არა სტუდენტი მობილობას სახელმწიფოდან კერძო უნივერსიტეტში და პირიქით? – მინისტრის მოადგილის პასუხი
by ARIS.GE-განათლება