„ბავშვთა უფლებების საკითხების ჩართვა საუნივერსიტეტო საგანმანათლებლო პროგრამებსა და კურიკულუმებში“ – UNICEF-ის კონფერენცია
სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ გამართული ბავშვთა უფლებების დაცვის კვირეულის ფარგლებში, ქალაქ ახალციხეში, 2022 წლის 20 სექტემბერს, მესამე საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა, რომელიც ბავშვთა უფლებების საკითხების გათვალისწინებას საუნივერსიტეტო საგანმანათლებლო პროგრამებსა და კურიკულუმებში მიეძღვნა.
„კონფერენციის ფარგლებში, ბავშვთა უფლებების დამცველებისა და განათლების სპეციალისტების ფართო სპექტრმა მრავალმხრივი ინფორმაცია მიიღო ბავშვთა უფლებების დაცვისა და უფლებებზე დაფუძნებული სწავლებისა და სწავლის გავლენის შესახებ ფორმალური და არაფორმალური განათლების პირობებში“, – ფიქრობენ გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს წარმომადგენლობაში.
„კონფერენციამ მომავალ სპეციალისტებს შეუქმნა მოტივაცია, რომ ბავშვთა უფლებების შესახებ მიღებული განათლება თავიანთი ყოველდღიური ცხოვრებისა და საქმიანობის განუყრელ ნაწილად აქციონ, რასაც დაგროვებული თეორიული ცოდნის სახლში, სკოლასა და საზოგადოებაში გამოყენებით შეძლებენ“, – დარწმუნებულია იუნისეფი-საქართველო.
იმედია, მოტივირებული მომავალი სპეციალისტები იუნისეფის დარწმუნებას იზიარებენ.
მესამე საერთაშორისო კონფერენციის ფოკუსი ასევე სახელმწიფო ენის სწავლებაზე და ეთნიკური უმცირესობების განათლებაზე იყო.
ასევე იხილეთ:
„ეთნიკური უმცირესობებისთვის ქართული ენის სწავლებას ბაღიდან დავიწყებთ“
-
2026 წლიდან სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ექიმებსა და მანდატურებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ – ფინანსთა მინისტრი
by ARIS.GE-განათლება
-
სია გაიზარდა – განათლების სფეროს ამ წარმომადგენლებს შეუძლიათ შეითავსონ ანაზღაურებადი სამუშაო საჯარო სამსახურში
by ARIS.GE-განათლება
-
შეძლებს თუ არა სტუდენტი მობილობას სახელმწიფოდან კერძო უნივერსიტეტში და პირიქით? – მინისტრის მოადგილის პასუხი
by ARIS.GE-განათლება