ბიოლოგია – “სწორი პასუხები გავეცით, მაგრამ მოსალოდნელზე დაბალი ქულები ავიღეთ”
18 ივნისს მე-11 კლასელებმა ბოლოს წინა გამოსაშვები გამოცდა ბიოლოგიაში ჩააბარეს.
კითხვები ძალიან ბევრი და საკმაოზე რთული იყო, სწორი პასუხები გავეცით, მაგრამ კომპიუტერი მაინც დაბალ ქულებს გვიწერდა – ასეთია დღევანდელი დღის საერთო სურათი, რომლის დეტალებზეც სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები და დირექტორები Aris.ge-განათლებას ესაუბრებიან.
თბილისის 139-ე საჯარო სკოლის მოსწავლე სალომე შანავა – (ქულა – 7) – “ბავშვები საერთოდ არ იყვნენ კმაყოფილი, როდესაც კითხვები გამოიტანეს და გადაამოწმეს, აღმოჩნდა, რომ იმაზე გაცილებით მაღალი ქულა უნდა მიეღოთ ვიდრე პროგრამამ დაწერა. ასეთი იყო ბავშვების 80- 90% . პასუხების მიხედვით 9 და უფრო მეტი ქულის მოლოდინი გვქონდა, არადა 6-7 იწერებოდა, 8-ზე მღალი ქულა ჩემ სკოლაში არ დაწერილა. კიდევ ერთი დეტალი, როგორც გამოცდის შემდეგ გაირკვა, სესიების მიხედვით კითხვები უფრო და უფრო რთულდებოდა, მე მეოთხე ნაკადში მოვხვდი. 35-40 წუთი დამჭირდა, მაშინ, როცა წინა ორი გამოცდიდან 15-20 წუთში გამოვდიოდი. ისიც უნდა ითხვაქ, რომ კითხვების რაოდენობა მომატებულია – 40-ზე მეტი გვქონდა ყველას. პროგრამა დღეს ნორმალურად მუშაობდა, თუმცა გეოგრაფიის გამოცდის დროს სურათებს არ აგდებდა და მთხოვდნენ სავარაუდო პასუხისთვის დამეჭირა, პირადად მე 3-ჯერ გამეთიშა. მაინც მგონია, ყველაძე მარტივი გეოგრაფია იყო, თუ არ ჩავთვლით, რომ სურათების გახსნაზე ჭედავდა.”
თბილისის 180-ე საჯარო სკოლის მოსწავლე ლიკა გურჩიანი – (ქულა 7 ) – “საგამოცდო პროცესმა ნორმალურად ჩაიარა, მეორე სესია მომიწია და 40 წუთი დამჭირდა, იმიტომ, რომ მართლა ძალიან რთული ტესტები იყო. ბევრი ამოცანა იყო გენეტიკაზე, მე ამოცანებში ისეთი ძლიერი არ ვარ, როგორც ზეპირში. ერთი საკითხი, რასაც ბავშვები უჩივიან ის არის, რომ ქულების დათვალა უცნაურად ხდება, მაგალითად 3 შეცდომაზე ბავშვები 8 ქულით გამოდიოდნენ, არადა მეტი ეკუთვნოდათ. გარდა ამისა, დღესაც პროგრამა იყო გაუმართავი, მაგალითად ჩემ კლასელს 2-ჯერ გამოერთო და დამკვირვებელმა სხვა კომპიუტერთან გადასვა. ამის მიუხედავად 180-ე სკოლაში დღეს არც ერთი ბავშვი არ ჩაჭრილა. დღემდე ჩაბარებული გამოცდებიდან ყველაზე მარტივი მაინც გეოგრაფია იყო, თუმცა ყველაზე მაღალი ქულა პირველ, ქიმიის გამოცდაზე ავიღე, 8 ქულა. ფიზიკა დარჩა, რომლისაც ყველას ეშინია, შარშანაც ბევრი ჩაიჭრა, მაგრამ ვინც ემზადება, მათთვის რთული არ იქნება, მე ვემზადები ფიზიკაში და იმდენად არ მეშინია.
თბილისის 94-ე საჯარო სკოლის მოსწავლე თამთა დემეტრაშვილი – (ქულა 7,12)-“დღევანდელი გამოცდით კმაყოფილი ვარ. კლასელები არ ჩაჭრილან. ერთ ბავშვს ჰქონდა კომპიუტერთან ხარვეზი-სურათები არ იხსნებოდა. უბრალოდ, ბავშვები აღნიშნავენ, რომ სწორი პასუხები გავეცით, მაგრამ მაინც დაბალი ქულები მივიღეთო.
წინამორბედებისგან განსხვავებული პოზიცია აქვს პირველი კლასიკური გიმნაზიის მოსწავლეს.
თბილისის პირველი კლასიკური გიმნაზიის მოსწავლე მარიამ მეფისწვერიძე (10 ქულა) – “არანაირი ხარვეზი არ ყოფილა. პირველი ორი გამოცდაც ჩვენთან ძალიან კარგად ჩატარდა. ბილოგიის გამოცდის ტესტმა მხოლოდ ერთხელ გაჭედა, მაგრამ პრობლემა ხუთ წუთში მოგვარდა. ჩვენთან არც ერთი ბავშვი არ ჩაჭრილა. თითქმის ყველა კმაყოფილია. ვთვლი, რომ საკითხები ჩვენი ცოდნის დონის შესაბამისი იყო, ყველამ წარმატებით ჩააბარა”.
განსხვავებულია პირველი კლასიკური გიმნაზიის დირექტორის და 94-ე საჯარო სკოლის პედაგოგის პოზიციებიც:
თბილისის კლასიკური გიმნაზიის დირექტორი მაია აფხაიძე – “ხარვეზების მსგავსი ბავშვებს არაფერი უთქვამთ, გამოცდები ნორმალურად, მშვიდ გარემოში ჩატარდა. ძალიან გახარებულები არიან შედეგებით. ძალიან ეშინოდათ საბუნებისმეტყველო საგნების, მაგრამ ყველაფერმა მშვიდობიანად ჩაიარა. ქულებიც ნორმალური აიღეს და არავინ ჩაჭრილა. რაც შეეხება პროგრამას, ერთხელ იყო ნახაზთან დაკავშირებული ხარვეზი, პროგრამა მაშინვე გადაიტვირთა და ყველაფერი გასწორდა.”
თბილისის 94-ე საჯარო სკოლის პედაგოგი ლელა ტალახაძე – “ვინც იყო გამოცდაზე შესული ყველამ ჩააბარა, მაგრამ ბავშვებს, განსაკუთრებით კი მაღალქულოსნებს უფრო მაღალი ქულების გამოტანის იმედი ჰქონდათ. ამბობდნენ, რომ ყველაფერს უპასუხეს და შესაბამის ქულას ელოდნენ, მაგრამ დაბალი ქულა დაიწერა. შეიძლება, ბავშვებს ეშლებოდათ, მაგრამ ფაქტია, რომ გაცილებით მაღალი ქულების მოლოდინში იყვნენ. ამბობდნენ რვაზე მეტს ველოდითო, მაგრამ კომპიუტერმა 6 ან 7 ქულა დაუწერა. ბავშვები, რომლებიც კარგად სწავლობდნენ და გამოცდაზე დაბალი ქულები მიიღეს, თვითშეფასების პრობლემა გაუჩნდათ. ვერ გაეგოთ რატომ დაუწერა კომპიუტერმა დაბალი ქულა. ვერ ვიტყვი, ეს პროგრამული ხარვეზია თუ უბრალოდ თვითშეფასების პრობლემა, მაგრამ ძალიან ბევრი აღნიშნავს ამას”.
ხვალ მე-11 კლასელები ბოლო, ფიზიკის, გამოცდას ჩააბარებენ.
გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, საერთო მონაცემები იმის შესახებ, თუ როგორია მე-11 კლასელთა საერთო შედეგები, გამოსაშვები გამოცდების დასრულების შემდეგ გასაჯაროვდება.
შორენა არის©ღვაჩლიანი
-
2026 წლიდან სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ექიმებსა და მანდატურებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ – ფინანსთა მინისტრი
by ARIS.GE-განათლება
-
სია გაიზარდა – განათლების სფეროს ამ წარმომადგენლებს შეუძლიათ შეითავსონ ანაზღაურებადი სამუშაო საჯარო სამსახურში
by ARIS.GE-განათლება
-
შეძლებს თუ არა სტუდენტი მობილობას სახელმწიფოდან კერძო უნივერსიტეტში და პირიქით? – მინისტრის მოადგილის პასუხი
by ARIS.GE-განათლება