ბიზნეს ინფორმატიკის მაგისტრის ორმაგი ხარისხის შესაძლებლობა SANGU-ში – ინგლისურენოვანმა პროგრამამ აკრედიტაცია წარმატებით გაიარა
17 ოქტომბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის და ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტის ბიზნეს ინფორმატიკის ერთობლივმა ინგლისურენოვანმა სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამამ წარმატებით გაიარა აკრედიტაცია.
ბიზნეს ინფორმატიკა არის ინტერდისციპლინური პროგრამა, რომელიც შემუშავებულია ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტთან (Northern Kentucky University) თანამშრომლობით. პროგრამა გთავაზობს თანამედროვე განათლებას უმაღლესი დონის გამოცდილების მქონე პროფესიონალების მოსამზადებლად ინფორმაციული ტექნოლოგიების დინამიკურ სფეროში.
კურსდამთავრებულს მიენიჭება ინფორმატიკის მაგისტრის და ბიზნეს ინფორმატიკის მაგისტრის ორმაგი, ქართული და ამერიკული აკადემიური ხარისხი:
SANGU – ინფორმატიკის მაგისტრი/Master of Science in Informatics (კოდი: 0613.1.1)
NKU – ბიზნეს ინფორმატიკის მაგისტრი/Master of Science in Business Informatics
-
სტუდენტური კონფერენცია SANGU-ში – „სამართალი ციფრულ ეპოქაში: თანამედროვე გამოწვევები და პერსპექტივები“
by საქ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი
-
SANGU-ს ტრენინგი უფროსკლასელებისთვის: საჯარო მოსამსახურის საქმიანობის თავისებურებები
by საქ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი
-
ქართულ უნივერსიტეტში უფროსკლასელებისთვის პროექტი „აღმოაჩინე შენი პროფესია“ აქტიურად მიმდინარეობს
by საქ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი