„ბოდიშს გიხდით, რომ ჩემი ფერადკანიანი შვილი თქვენს სკოლაში, თქვენს კლასში დადის,“ – რუსა ამირეჯიბი
ჭაბუა ამირეჯიბის შვილიშვილი რუსა ამირეჯიბი 130-ე სკოლის მასწავლებლებს მისი შვილის დისკრიმინაციაში ადანაშაულებს და ჩივილს აპირებს. აღნიშნულის შესახებ ის ვრცელ წერილს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„ძირს – რასიზმი და დისკრიმინაცია!!!
რა უბედურება გვჭირს ქართველებს? იმდენი ჭკუა არ გაქვს, რომ რასისტობა დავმალოთ, სულ ამას უნდა გავიძახოდე ამ ქვეყანაში, რომ ეს მსოფლიოში აღიარებული დაბალი დონის ტონია? 10 წელია დავბრუნდი და ერთადერთი, რასაც არ ვითმენ, არც მომითმენია არსად და არც მოვითმენ, რასისტობა და დისკრიმინაციაა. საქართველო – მოგმართავ – შეიგნე, რომ ნებისმიერ უმცირესობაზე ძალადობა ვერბალური თუ ფიზიკური – ერთ-ერთი ყველაზე ამაზრზენი დანაშაულია 21-ე საუკუნის, არ ხარ შენ არც გაეროს და არც ნატოს ღირსი, სანამ საკუთარი ქვეყნის შვილებს არ დაიცავ! კანონი შემოიღეს, დიდი მადლობა, ჰოდა, გამოვიყენებ ამ კანონს, ვინმემ ხომ უნდა გადადგას პირველი ნაბიჯი? მხოლოდ მე არ ვარ, ვისაც ფერადკანიანი ან თუნდაც სხვა ეროვნების შვილი ჰყავს, ამოიღეთ ხმა!!!!!!!!!!
მითხარით, რა, 130-ე სკლის დირექტორი და მასწავლებლები არ ითვლებიან რასისტებად, როცა ჩემს შვილს ადანაშაულებენ აქეთ, როცა კლასელმა გული ატკინა და შეურაცხყოფა მიაყენა თავისი კანის ფერი გამო? აფრიკაში წადი, საზოგადოებაში შენი ადგილი არაა, ველურებში უნდა იყო და ა.შ.
არ არის ახლა ეს მასწავლებლების ბრალი? იმის ნაცვლად, რომ იმ ბავშვს აუხსნან ეს საქციელი ცუდიაო, ყველა მიმის ეცა, მე მსგავსი არაფერი მინახავს. სამი სკოლა გამოვუცვალე, ხან რომელი მასწავლებელი ამოიჩემებდა, ხან რომელი, ხან რომელი მოსწავლე მიაძახებდა სასწაულებს. რცხვენოდეს ყველა ასეთ პედაგოგს და განათლების სისტემაში მომუშავე ადამიანს, ასეთი მსოფლმხედველობისა და აზროვნების ადამიანმა ჩემს შვილს ან თქვენს შვილებს რა უნდა ასწავლოს? მაინც არ მეგონა, პედაგოგებთან თუ მექნებოდა კონფლიქტი ამის გამო. ველოდებოი, რომ შეწუხდებოდნენ და იმ ბავშვს დაარიგებდნენ ჩემ თვალწინ, მე ბოდიშს მომიხდიდნენ, 5 მასწავლებელი დირექტორის ჩათვლით ეცა მიმის, ჩემ თვალ წინ ატირეს!!!!!!!!!!!!
დანადვილებით ვიცი, დღევანდელი ინციდენტის გამო, ამოიჩემებენ როგორც სხვა სკოლებში მიმის, აღარც ნიშანს დაუწერენ რაც ეკუთვნის და ხელსაც შეუშლიან. 5 ქალი მანდატურის ჩათვლით – მეცა ყელში, ვიმეორებ, იმის ნაცვლად შერცხვენოდათ და თავი ჩაეღუნათ, მიმის ეჩხუბებოდნენ, ქართულის მასწავლებელმა მაკამ, მე ეგ თემა არ მეხებაო ასე გამომიცხადა როგორც კი დაველაპარაკე..
აი, მითხარით, რა, არ ვუჩივლო 130-ე სკოლას დისკრიმინაციის ნიადაგზე? დამრიგებელმა კი მაგის გვერდით ბავშვს ლანძღვდნენ, ანუ ჩემსას და ხმა არ ამოიღო და აქეთ მიმის აბრალებდა, მაგისი ბრალიაო, იმ ბიჭს ზურგზე ხელს უთათუნებდა, ნუ ყვირიხართო, 5 ქალი მეცა, არც მეყვირა?
ჰოდა, აი ეხლა რომ ვუჩვლებ, სამაგალითო იქნება ეს ყველასთვის, რომ ნებისმიერ არაქართველ ბავშვს შიშით შეურაცხჰყოფა აღარავინ მიაყენოს და მასწავლებლები მიხვდნენ, რომ ასეთი ბავშვი უნდა დაიცვან და არა მიზეზების შეთითხვნა დაიწყონ.. ბოლო ჩემი სიტყვები იყო, ბოდიშს გიხდით, რომ ჩემი ფერადკანიანი შვილი თქვენს სკოლაში, თქვენს კლასში დადის-მეთქი! აქეთ ბოდიშს ითხოვდნენ. არ დავტოვებ მე ამას ასე, ყელში ამომივიდა, მორჩა! მხოლოდ მანდატური ახალგაზრდა ამამაკაცი იყო, რომელიც შეწუხდა, ცდილობა, ქალები გაეჩუმებაინა, გარეთ გამომყვა, იდგა დარცხვენილი.
აღარავის ვაპატიებ ჩემი შვილის გულის ტკენას! მორჩა! აღარ გავჩუმდები!“,-წერს რუსა ამირეჯიბი.
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება