მორიგი ცვლილება განათლების სამინისტროში კადრების მიმართულებით – EMIS-ის ხელმძღვანელს 3 მოადგილე ეყოლება
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაქვემდებარებული სსიპ-ის, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსს, გიორგი არსოშვილს ოთხის ნაცვლად სამი მოადგილე ეყოლება.
ხელმძღვანელის ცვლილებამდე, 5 თვის წინ, EMIS-ის უფროსს 2 მოადგილე ჰყავდა, არსოშვილის დანიშვნის შემდეგ მათი რიცხვი ოთხამდე გაიზარდა, 22 ოქტომბრის ცვლილების შემდეგ კი, მოადგილეების რაოდენობა სამამდე შემცირდა. როგორც EMIS-ის სტრუქტურისა და მენეჯმენტის შემადგენლობიდან ვარკვევთ, უწყებას ფინანსური და მატერიალური რესურსების სამსახურის საკითხებში უფროსის მოადგილე გამოაკლდა.
EMIS-ის დღევანდელი მენეჯმენტის შემადგენლობა ასე გამოიყურება: მენეჯმენტი
EMIS-ის სტრუქტურა კი ასე: სტრუქტურა
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მიერ ხელმოწერილ ბრძანებაში ვკითხულობთ: „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ ბრძანებაში ცვლილებით, უფროსს ჰყავს სამი მოადგილე, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი“.
სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსად 112-ის ყოფილი ხელმძღვანელი, გიორგი არსოშვილი მიმდინარე წლის ივნისში დაინიშნა.
ასევე იხილეთ:
განათლების სამინისტროს რომელ პროგრამებს აქვს დაბალი ათვისება – აუდიტის სამსახურის დასკვნა ბიუჯეტზე
-
II-VI კლასის მოსწავლეებისთვის განკუთვნილი სასკოლო ფორმების ჩინეთიდან საქართველოში მოწოდება იგვიანებს?
by ARIS.GE-განათლება
-
განათლების სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურმა უწყებაში სამოხელეო დანაშაულების სავარაუდო ფაქტებზე მოკვლევა დაიწყო
by ARIS.GE-განათლება
-
შემადგენლობა განახლდა – საჯარო სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროცესს სპეციალური კომისია გააკონტროლებს
by ARIS.GE-განათლება