შემადგენლობა განახლდა – სკოლების ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების საკითხებს სამთავრობო კომისია განიხილავს
საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი სამთავრობო კომისიის შემადგენლობა განახლდა.
დადგენილება, რომელსაც ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ძალაშია 23 ოქტომბრიდან.
დოკუმენტის მიხედვით, სამთავრობო კომისიის განახლებული შემადგენლობა ასეთია:
1. საქართველოს პრემიერ-მინისტრი – კომისიის თავმჯდომარე.
2. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი – კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.
3. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი – კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.
4. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი – კომისიის წევრი.
5. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – კომისიის წევრი.
6. საქართველოს კულტურის მინისტრი – კომისიის წევრი.
7. საქართველოს ფინანსთა მინისტრი – კომისიის წევრი.
8. საქართველოს იუსტიციის მინისტრი – კომისიის წევრი.
9. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი – კომისიის წევრი.
10. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი – კომისიის წევრი.
11. სსიპ − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი – კომისიის წევრი.
12. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი − კომისიის წევრი.
13. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის უფროსი − კომისიის წევრი.
14. სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენელი − კომისიის მდივანი.
„კომისიის სხდომა იმართება პერიოდულად, კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით ან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წინადადებით, დამტკიცებული დღის წესრიგის მიხედვით“, – ვკითხულობთ მთავრობის დადგენილებაში.
ასევე იხილეთ:
-
განათლების სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურმა უწყებაში სამოხელეო დანაშაულების სავარაუდო ფაქტებზე მოკვლევა დაიწყო
by ARIS.GE-განათლება
-
შემადგენლობა განახლდა – საჯარო სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროცესს სპეციალური კომისია გააკონტროლებს
by ARIS.GE-განათლება
-
„საქართველოში, კითხვაში მაღალი მიღწევის მქონე მოსწავლეთა კატეგორიაში თითქმის არავინ იმყოფება“ – რა იციან და რა შეუძლიათ ჩვენს მოსწავლეებს (PISA 2025)
by ARIS.GE-განათლება