GE

ბრიტანელი ფიზიკოსი და ასტროფიზიკოსი სტივენ ჰოკინგი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა

ბრიტანელი ფიზიკოსი და ასტროფიზიკოსი, ნობელის პრემიიის ლაურეატი  სტივენ ჰოკინგი  76 წლის ასაკში საკუთარ სახლში, კემბრიჯში გარდაიცვალა. ამის შესახებ ბრიტანული მედია იუწყება.

,,ჩვენ ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ იმის გამო, რომ ჩვენი საყვარელი მამა დღეს დილით გარდაიცვალა. ის დიდებული მეცნიერი და გამოჩენილი ადმაიანი იყო, მისი ნაშრომები და დანატოვარი მთელ მსოფლიოს დიდი ხნით დარჩება“, – ნათქვამია ოჯახის განცხადებაში.

ფიზიკოს-თეორეტიკოსებს შორის ჰოკინგი ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან და მოწინავე მეცნიერად ითვლებოდა. მისი მოღვაწეობის ძირითად სფეროს კოსმოლოგია და კვანტური გრავიტაცია წარმოადგენდა. 1963 წელს ექიმებმა მას ლუ გერიგის დაავადება, ანუ ამიოტროფული გვერდითი სკლეროზი დაუდგინეს. ისინი ამტკიცებდნენ, რომ მას ცხოვრების 2 წელი დარჩა.

მეცნიერი თითქმის მთლიანად იყო პარალიზებული და მეტყველების სინთეზატორის დახმარებით საუბრობდა. ამ მძიმე დაავადების მიუხედავად, ჰოკინგმა თავისი სამეცნიერო მოღვაწეობა გააგრძელა. ის ძირითადად მიმართული იყო დიდი აფეთქების ფიზიკური საფუძვლების ახსნასა და შავი ხვდერელების შიგნით სივრცისა და დროის მნიშვნელოვანი დეფორმაციის გამოკვლევისკენ. მეცნიერული მიღწევების პარალელურად ის ორჯერ დაქორწინდა და სამი შვილის მამა გახდა.

თავისი წიგნის, „დროის მოკლე ისტორიის“ წყალობით ის მთელ მსოფლიოი გახდა ცნობილი. ის არის 12 საპატიო სამეცნიერო წოდებისა და მრავალი პრემიის, მედლებისა და ორდენების კავალერი, დიდი ბრიტანეთის სამეფო სამეცნიერო საზოადოებისა და ამერიკის შეერთებული შტატების მეცნიერებათა ნაციონალური აკადემიის წევრი.  მისი ნაწარმოებების სიაში ასევე შედის: „დროისა და სივრცის მსხვილმასშტაბური სტრუქტურა“, „ფარობითობის ზოგადი ავტორის თეორია: აინშტაინის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი მიმოხილვა“, „გრავიტაციის 300 წელი“ და „შავი ხვრელები, ახალგაზრდა სამყარო“.

2009 წელს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა მას თავისუფლების ჯილდო გადასცა, რომელიც შტატების 2 უმაღლესი ჯილდოდან ერთ-ერთია.

სტივენ ჰოკინგმა საკუთარი პერსონაჟი ისეთ ცნობილ მულტსერიალებში გაახმოვანა, როგორიცაა  „სიმპსოები“ და „ფუტურამა“, ასევე მონაწილეობა პოპულარული სერიალების ეპიზოდურ როლებშიც მიიღო.

2014 წელს ბრიტანული ბიოგრაფიული ფილმი ,,ყველაფრის თეორია“ გამოვიდა, სადაც ჰოკინგის როლს ედი რედმეინი ასრულებს.

მოამზადა თეა ინაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური