GE

რა უნდათ გავაკეთოთ მოსწავლეთა მხრიდან პატივისცემის მოსაპოვებლად

მასწავლებლები ხშირად გამოხატავენ უკმაყოფილებას კლასში პატივისცემის ნაკლებობის გამო. მასწავლებელი ავტომატურად აღარ განიხილება ავტორიტეტულ პიროვნებად. ახალი მასწავლებლები, რომელთა უმეტესობა ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლები არიან, არ იზიარებენ წარსულის გამოცდილებას. იმისდა მიუხედავად, რომ დღევანდელი ბავშვები ნაკლებად სცემენ პატივს ავტორიტეტს, მასწავლებლებმა მაინც უნდა იპოვონ მეთოდი, რომ მოსწავლეებმა საკლასო გარემოში მასწავლებლის მიმართ პატივისცემა გამოიჩინონ.

როგორ დაიმსახურებთ პატივისცემას თქვენს კლასში?

თქვენი მოსწავლეები პატივს გცემენ, როცა თანმიმდევრული იქნებით, დაიცავენ თქვენს სიტყვის ფასს, აკონტროლებენ თქვენს იმედგაცრუებას, იცნობენ თქვენს დადებით და უარყოფით ხასიათებს, ისაუბრებენ ნორმალურად და გამოიჩენენ სიკეთეს. ეს შეიძლება საშინელ ამოცანად ჩანდეს, მაგრამ არც ისე რთულია.

იცოდეთ რა გზებია სტუდენტების პატივისცემის მოსაპოვებლად.

არ განაწყენდეთ არასწორი საქციელით. ძნელია არ მოხვდე ისეთ უმართავ სიტუაციაში, როგორიცაა ყვირილი, ლექციების წაკითხვა, კამათი და სარკაზმი, როდესაც ბავშვებს აძლევთ ნებას, რომ თქვენს “კანქვეშ” შეაღწიონ, რაც იწვევს მუდმივდ დაძაბულობას, სტრესს, აგრესიას და უკონტროლო სიტუაციებს.

ყველაზე მთავარი წესი: შეინარჩუნეთ თქვენი ემოციური დისტანცია არასასურველ ქცევაზე რეაგირებისას, რათა მოიპოვოთ მათი პატივისცემა და თავიდან აიცილოთ მოსწავლისგან გაბრაზებული და აგრესიული ქცევები. ყოველ ჯერზე, როცა რაიმე წესი ირღვევა, აღასრულეთ თქვენი სასჯელი ფაქტობრივად, თითქმის რობოტული გზით. თქვენი კლასის მართვის მარტივ საშუალებას გაძლევთ ის, რომ შეასრულოთ თქვენთვის არასასიამოვნო სამუშაო ძალიან სწრაფად. ეს ასევე საშუალებას გაძლევთ შეინარჩუნოთ თქვენი გავლენიანი ურთიერთობა სტუდენტებთან და თქვენი დადებითი, ფაქიზი სწავლების ხასიათი.

ენდეთ სტუდენტებს/მოსწავლეებს: თუ გსურთ ვინმეს ენდოთ, ჯერ უნდა ენდოთ მას. გქონდეთ დებატები ნდობის შესახებ, როგორ გამოვიყენო ის ბოროტად, როგორ დავკარგო და რამდენად რთულია მისი ხელახლა დაბრუნება. მოზარდები შეცდომებს უშვებენ და ნდობის ზონა ერთ-ერთია იმ ადგილებიდან, სადაც მათ შეუძლიათ შეცდომის დაშვება. თუმცა დაეხმარეთ მათ სწავლაში. მიიღეთ შესაძლო რისკები. მიეცით მათ ლიდერობის უფლება.

დაეხმარეთ მათ ყოველმხრივ, რათა შეძლოთ ნდობის მოპოვება. ეს იქნება, სოციალური, ოჯახური, აკადემიური თუ ფსიქოლოგიური ფაქტორები.

უზრუნველყავით მათი კეთილდღეობა იმით, რომ აჩვენოთ, მათ თუ როგორ ზრუნავთ.
ესაუბრეთ, ჰკითხეთ, მიეცით ინდივიდუალური უკუკავშირი. მოუყევით პირადი მაგალითები, ემეგობრეთ.

აქვე გაგიზიარებთ პოზიტიური მეთოდის ხუთ სახეს:

1. სიმშვიდე, სიბრაზის ნაცვლად
2. სიყვარული, აგრესიის ნაცვლად
3. საუბარი, ყვირილის ნაცვლად
4. პირდაპირობა, ირონიის ნაცვლად
5. გულწრფელობა, ტყუილის ნაცვლად

პირველწყარო:

მასწავლებლის ბლოგი, classcraft; მთარგმნელი/რედაქტორი შალვა მინდაძე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური