GE

ბსუ-ისა და ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს სამედიცინო აქცია

2013 წლის 1 დეკემბერს, 11:00 საათზე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჯანდაცვის მიმართულების პროფესორები და ბათუმის რეფერალური საავადმყოფო, ხულოს მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით, „ჩემი ოჯახის კლინიკის“ ქსელში არსებულ შუახევის საავადმყოფოს ბაზაზე ჩაატარებენ უფასო სამედიცინო გამოკვლევებს.

აქციის ფარგლებში სხალთა-ხიხაძირის ხეობის – თხილვანას, ხიხაძირის, ფუშრუკაულისა და სხალთის თემების მოსახლეობისათვის ჩატარდება უფასო სამედიცინო გასინჯვა, ექოსკოპიური და რენტგენოლოგიური გამოკვლევები და საჭიროების შემთხვევაში დამატებითი დიაგნოსტიკა (თერაპიის, პედიატრიის, კარდიოლოგიის, ენდოკრინოლოგიის, უროლოგიის, ალერგოლოგიის, ქირურგიის, ანგიოლოგიის, ონკოლოგიის, რადიოლოგიის, ნევროლოგიის, ოტორინოლარინგოლოგიის, ტრავმატოლოგიის, დერმატო-ვენეროლოგიის, გინეკოლოგიის, ორთოპედიისა და სტომატოლოგიის მიმართულებით).

ხიხაძირისა და ფუშრუკაულის ამბულატორიებს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი უფასოდ გადასცემს პირველადი საჭიროების მედიკამენტებს.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური